კომენტარი

საშუალო „მრევლის“ კითხვები ანუ ფეის–„რას გვეტყვი, მამაო კახა“!

19 ივნისი, 2011 • 2188
საშუალო „მრევლის“ კითხვები ანუ ფეის–„რას გვეტყვი, მამაო კახა“!

ეს წერილი მივიღე ფეისზე. აშკარად წუხს ადამიანი, ერთი მხხრივ, საეკლესიო ვითარებაზე, მეორე მხრივ, პოლიტიკურ მდგომარეობაზე.

მომეჩვენა, რომ წერილის ავტორი ცდილობს იყოს ობიექტურად მოაზროვნე. ჩემი აზრით, დღეს ეს ძალიან იშვიათია საქართველოში, და ძალიან, ძალიან კარგია დღევანდელი საქართველოსათვის

მაგრამ მეც დამებადა კითხვები წერლის გაცნობისას და მეც ვუზიარე ისინი წერილის ავტორს.

წერილი:

გამარჯობა, კახა!!! (მაპატიეთ, არ ვიცი, როგორ მოგმართოთ, მამა კახაბერ თუ უბრალოდ კახა)

fb-ში ზოგჯერ თვალში მხვდება თქვენი კომენტარები (და არა მარტო თქვენი) საპატრიარქოს და ზოგადად ქართული ეკლესიის მიმართ. გამოგიტყდებით და გეტყვით, რომ ხშირად მეც მიჩნდება ხოლმე კითხვები და მაქვს საკუთარი აზრი გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით. მაგალითად, ვთვლი, რომ ეკლესია და ხელისუფლება არ უნდა იყოს ისე გადაბმულგადაჯაჭვული ერთმანეთზე, როგორც ახლაა. ამდენი ტაძრის აშენებას ( სადაც უმეტესობა ათეისტი ან ცრუმორწმუნე მრევლი დადის), ჯობს იმ თანხით ეკლესიამ მიუსაფართათვის სახლები, პატარპატარა საავადმყოფოები ააშენოს. არ უნდა იყოს სკოლებში ხატების კუთხის მოწყობის ტენდენცია, თუმცა, გამონაკლისის სახით, თუ კლასის საერთო სურვილი იქნება და ერთიორი ხატის დაკიდებას მოინდომებს ვინმე, არც ეს სურვილი უნდა ჩაიკლას ცეცხლითა და მახვილით. ასევე ვთვლი, რომ სკოლაში არ უნდა ისწავლებოდეს რელიგიის ისტორია, თუნდაც იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ არ არსებობენ კვალიფიციური მასწავლებლები ამ საგანში. ხოლო თუ ამას მღვდლები ასწავლიან, ეს გამოვა არა ზოგადად რელიგიის ისტორია, არამედ საღვთო სჯული. ჩემთვის ასევე მიუღებელია ეპისკოპოსებისა და ზოგიერთი მღვდლის ესოდენ ფუფუნებით ცხოვრება; ბერების საქციელი, რომლებსაც უპოვარობის აღთქმა აქვთ დადებული, და ამ დროს ბიზნესში არიან ჩართულნი..

ახლა, რაც შეეხება მათ განათლებას და წიგნიერებასსადავო საკითხია..ვისაც პირადად მე ვიცნობ, ძალიან განათლებულ და განსწავლულ არიან და მათი მაკრიტიკებელი დათო პაიჭაძე რც ნიჭით და რც განათლებით ვერასდროს ვერც ერთთან ვერ მივა. ისე, ჩვენთან განათლებულები ერში აღარ არიან და რაღა მაინცდამაინც ბერს თხოვთ განსაკუთრებულ განათლებას?! ახლა განათლებად რა მიიჩნევა, კარგად ჩანს თუნდაც იქიდან, თუ ვის მოიხსენიებენ ინტელექტუალებად! გვარებს აღარ ჩამოვთვლიჩემი დაკვირვებით, მათ წაკითხული აქვთ ლიპმანის “Public Opinion”, მაქს ვებერის “ДУХ КАПИТАЛИЗМА” და კარლ პოპერი ფრაგმენტულად. კარგად რომ ვერ გაიგეს, იქ რა ეწერა, და არც საპირისპირო მსოლმხედველობას გაეცნენ, რომელიც უფრო პროგრესულად ითვლება, იმიტომაცაა, რომ ვერ გაარჩიეს, რა არის სტერეოტიპი, რა არის ზოგადკაცობრიული ღირებულება და ნგრევა დაიწყეს უნიჭოდ და უკუღმა. მთავარი, რაც უნდა დანგრეულიყო, საბჭოთა მენტალიტეტი იყო. არადა, სწორედ ახლა ავიდა ზეაღმატებულ ხარისხში საბჭოთა ადამიანისთვის დამახასიათებელი სოციალური კონფორმიზმი.

ამ წერილის გამოგზავნა, იცით, რატომ გადავწყვიტე? მგონია, რომ დაახლოებული ხართ იმ ადამიანებთან, რომლებიც უკიდურეს ძალადობად მიიჩნევენ რამდენიმეკაციანი ჯგუფის გამოსვლას, ქადაგებას (თუნდაც რეაქციულის), და არ აქვთ რეაქცია იმ მართლაც საშინელ ძალადობაზე, რომელსაც ხელისუფლება მთელი თავისი რესურსით ახორციელებს საკუთარ ხალხზე. როგორ ფიქრობთ, 20-30 კაციანი მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი აყენებს მეტ ზიანს საზოგადოებას, თუ სახელმწიფო ტერორი? აგრესიული ისაკაძის მცირერიცხოვანი ჯგუფია უფრო საშიშია, თუ საკუთარ ხალხზე დაგეშილი კბილებამდე შეიარაღებული ათიათასობით სპეცრაზმელი და პოლიცია? თუ მოსაწონი არ არისრელიგიური პოლიტბიურო“, რატომ არის მოსაწონი ნეობოლშევიკური სტილის მმართველობა?

პატრიარქოფობები, . . “ინტელექტუალებიხომ აშკარად ხელისუფლების მომხრეები არიან? ოდა, სწორედ პატრიარქი რომ არ იყოს ამ ხელისუფლებაზე გადაფარებული “Туринская плащаница” –, ხალხს უკვე დიდი ხნის დამხობილი ეყოლებოდა ეს ხელისუფლება თავისი ცინიკოსი, უნიჭო ინტელექტუალებიანად და გოიმი ტაშმოფანდურებიანად.

ყოველივე საუკეთესოს გისურვებთ.

მომიკითხეთ გოჩა.“

 

ჩემი საპასუხო კითხვები:

 

დიდი მადლობა წერილისათვის!

რთულია ჩემთვის ამომწურავი პასუხის გაცემა!

მცირე ტერორისტული ჯგუფის საქმიანობაზე არც კი უნდა ვიმსჯელოთ, მანამ სრული დემოკრატია არ დამყარდება?!

პოლიციამ არ უნდა დააკავოს მოძალადე, სანამ მინისტრი არ შეიცვლება?

არ უნდა ვიყიდოთ კიტრი მაღაზიაში, სანამ გლობალური დათბობის პრობლემა არ გადაწყდება?

შვილი არ უნდა ვატაროთ სკოლაში, სანამ ფიდელ კასტრო ცოცხალია?

რა არის დემოკრატია?

რა არის ბოლშევიზმი?

რა არის, შესაბამისად, ნეობოლშევიზმი?

გთხოვთ, დამისახელოთ განათლებული სასულიერო პირიდიპლომების ჩამონათვალიც იკმარებს (მაგ. სინოდის წევრების)!

როგორია საეკლესიო ორგანიზება დღეს და როგორი შეძლება იყოს, ან უნდა იყოს?

შეესაბამება თუ არა საეკლესიო სტრუქტურული აგებულება საერთაშორისო სტანდარტებით რეკომენდირებულ საზოგადოებივი მოწყობის საფუძვლებსა და პრაქტიკას?

უნდა შეესაბამებოდეს თუ არა?

რა არის რიტუალი?

როგორ მოქმედებს რიტუალი ცნობიერებაზე, თვით-ის ჩამოყალიბებაზე, იდენტობაზე?

როგორ მოქმედებს რიტუალი სოციუმზე?

როგორ მოქმედებს რიტუალი სოციალურ განშრეებულობაზე?

რა საზოგადოებრივი გვარის წახალისებას აკეთებს მართმ. რიტუალი?

ოგორ განშრეებულ კოსმოონტოლოგიურ ხატსათამაშებს დრამატურგიულადმართმ. რიტუალი? –

) ბიზანტიურს?

) ოსმანურეთნარქულს?

) ცარისტულრუსულს?

) ბოლშევიკურს?

) სტალინურს?

) ბრეჟნევურს?

რატომაა პატრიარქის სტატუსი ამგვარად ამაღლებული დღეს საქართველოში? –

) ეს ტრადიციულია?

) ბიზანტიურია?

) ოსმალურიმპერიულია?

) ცარისტულრუსულია?

) ბოლშევიკურია?

) სტალინურია?

) ბრეჟნევურია? – გაიხსენეთ სავალდებულო: „მცირე მიწა“, „ყამირიდა სიმღერებიმალაია ზემლია“, „ცელენა“ (ჩანერგილიხატებიდა სტერეპტიპები ხომ არ გვჯაბნიან)?

ყველა ერთად და სხვა კიდევ?

ვებერში, პოპერში მე არ ვარ სპეციალისტივერაფერს გეტყვით!

 

დაბოლოს.

 

რა არის ეკლესია?

რა არის სახელმწიფო?

რა არის მთავრობა?

რა არის სამოქალაქო საზოგადოება?

რას ნიშნავს ცნებამოქალაქე“?

რაზე (ფასეულებებზე, პრინციპეპზე, მეთოდებზე) უნდა იყოს დაფუძნებული და აგებული საქართველოს სახელმწიფო?

რას ნიშნავს საქართველო?

რას ნიშნავსქართველი“?

რა გვინდა მომავალში რომ ვიყოთ, ანუ რა ველითქართველისაგან“ (გურუზინს, გურუზიასტანის აგებას, საქართველოს სახელმწიფოს და .)?

ხომ არ მიისწრაფის საპატრიარქო დომინირებისაკენსამების საკ. ტაძარი ხო არ დომინირებს თბილისზე, ანუ ხომ არაა ამოვარდნილი ისტორიულ/არქიტექტორულ/კულტურულ/გეოგრაფიულ ლანდშაფტიდან?

რაიმეს ხომ არ ნიშნავს არქიტექტურული დომინირება, ვთქვათ, პოლიტიკური თვალსაზრისით?

მისაღებია თუ არა კითხვა: “ლუდი უფრო ცივია, თუ ბაღდადი უფრო შორსაა“?

ამ კითხვის მსგავსი ხო არაა შეკითხვა: “ისაკაძის ქრისტესათვის შტურმავიკები თუ სახელმწიფოს უშიშროების სამსახური“?…

პატივისცემით,

კახა.

.. გოჩას მოგიკითხავ აუცილებლად, როცა თბილისში ვიქნები!“

ავტორი: კახაბერ კურტანიძე 1999–2005 წლებში სწავლობდა თეოლოგიას თესალონიკის არისტოტელეს უნივერსიტეტში (საბერძნეთი, მაგისტრის ხარისხი),  2006–2007 წლებში კი ბოსტონის წმინდა ჯვრის მართლმადიდებლურ კოლეჯში  (აშშ, ThM -ის ხარისხი). არის ილიას უნივერსიტეტის დოქტორი და სამაგისტრო პროგრამის  “ქრისტიანული თეოლოგია” ხელმძღვანელი.
კახაბერ კურტანიძე
კახაბერ კურტანიძე

 

 

 

 


მასალების გადაბეჭდვის წესი