|
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აქვეყნებს იმ პირთა სიას, რომლებიც 2011 წლის 26 მაისის საპროტესტო აქციის დაშლის შემდეგ გაუჩინარებულებად ითვლებიან. სიაში სულ 49 პირია. „აღნიშნული სია შევადგინეთ გაუჩინარებულ პირთა ოჯახის წევრების, ახლობლების და მეგობრების მომართვის საფუძველზე, ასევე, სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებებით მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით“, – აცხადებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია. საიას განცხადებით, აღნიშნული სია შედარებულია შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სახალხო დამცველის მიერ გამოქვეყნებულ სიებთან, შესაბამისად, ამ სიაში მოხვედრილი პირები არ იმყოფებიან პატიმრობაში. „ ამასთან, არ გამოვრიცხავთ, რომ წარმოდგენილ სიაში შესაძლოა იყოს უზუსტობები. კერძოდ, მითითებული იყვნენ ადამიანები, რომლებიც უკვე გამოჩნდნენ და დაუბრუნდნენ ოჯახს და ამის თაობაზე ოჯახმა არ გვაცნობა. თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ რისკი იმისა, რომ ამ პირების ადგილმდებარეობა შესაძლოა კვლავ უცნობი იყოს და საჯარო ინტერესი ამ სიის გამოქვეყნების მიმართ საკმაოდ დიდია, ჩავთვალეთ მიზანშეწონილად აღნიშნული სიის გამოქვეყნება“. საია აპირებს, ხვალ გაუგზავნოს ეს სია შინაგან საქმეთა სამინისტროს, რათა სამართალდამცავებმა დაიწყონ ამ ადამიანების ძებნა, – განუცხადა საიას თავმჯდომარე თამარ ჩუგოშვილმა „ნეტგაზეთს“. შეგახსენებთ, დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ”მას შემდეგ, რაც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოუწოდა ყველა დაინტერესებულ პირს, მიეწოდებინა ინფორმაცია 26 მაისის არასანქცირებული მიტინგის დაშლის დროს დაკარგული მოქალაქეების შესახებ, დღემდე სამინისტროს სახელზე არც ერთი განცხადება არ შემოსულა“. სავარაუდოდ გაუჩინარებული ადამიანების სია: 1. ბექა ბენდიანაშვილი |
საია 49 გაუჩინარებული პირის სიას აქვეყნებს
ასევე:
-
„საქართველო ივანიშვილის გარეშე!“ – ოპოზიციის ალიანსმა აქცია გამართა
-
25 ოქტომბერს თსუ-ს პირველ კორპუსთან შევიკრიბებით და დავიწყებთ ალიანსის ერთობლივ კამპანიას
-
დღეს, 5 საათზე, რიყის პარკში ენმ აქციას გამართავს
-
ბანერის გამო თბილისის საკრებულოსთან კიდევ ერთი მოქალაქე დააკავეს
-
11.11.2026
მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი მიტროპოლიტი იობის კრიტიკულ ქადაგებას ეხმაურება
-
11.11.2026
სვანეთის მიტროპოლიტი ხელისუფლებას აკრიტიკებს და იობის ქადაგებას უერთდება
-
11.11.2026
„ტვ პირველის“ ცნობით, ქეთი დუმბაძის შვილი ერთ-ერთ კინოპროდიუსერს დაესხა თავს – დაწყებულია გამოძიება
-
11.11.2026
რა გაძვირდა და რა გაიაფდა დაპირებული პროდუქტებიდან თებერვლის შემდეგ
-
11.11.2026
„უპასუხისმგებლო განცხადებაა“ – რას პასუხობენ „ოცნებაში“ მიტროპოლიტ იობს
-
11.11.2026
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა – „თეგეტა აკადემიამ“ მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციური კურსი დაიწყო
