ახალი ამბები

ანონსი: 8 მარტი

7 მარტი, 2016 • 1165
ანონსი: 8 მარტი

10:00 ,,დაიწყე ბიზნესი ფაბლაბთან ერთად” მონაწილეები ტექნოპარკის ფაბლაბში შექმნილ ნივთებს თბილისი მოლის პირველ სართულზე გამოფენენ, რომლის შეძენაც იქვე შეეძლებათ მსურველებს.

11:00  ფრაქცია „ქართული ოცნების“  თავმჯდომარე გიორგი ვოლსკი მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით პორტალ „კვირას“ პრესკლუბში საგანგებო პრესკონფერენციას გამართავს. მისამართი:  ნუცუბიძის ქუჩა #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2.

11:30 „ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის“ გენერალური დირექტორი ლაშაკილაძე პორტალ „კვირას“ პრესკლუბში  პრესკონფერენციას გამართავს.  თემა: მარიხუანას დეკრიმინალიზაცია და ჩავარდნილი კანონპროექტი. მისამართი:  ნუცუბიძის ქუჩა #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2

13:00 პარტიის ოფისში, “მემარცხენე ალიანსის” საერთაშორისო დეპარტამენტის ხელმძღვანელი გვანცა ჭოლაძე ბრიფინგს გამართავს თემაზე: “მოვითხოვთ უმაღლეს სასწავლებლებში სტუდენტი დედების სწავლის გადასახადისგან გათავისუფლებას”

15:00 იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, ქალთა დღესთან დაკავშირებით, მედიაციის სახლში მიმდინარე პროექტის „მშობელთა სკოლის“ მონაწილეებს შეხვდება.

მისამართი: ცოტნე დადიანის ქ. #34, (მეტრო ნაძალადევის უკან), მედიაციის სახლი.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი