თაზო კუპრეიშვილი, ნეტგაზეთის ჟურნალისტი: მე ნეტგაზეთის სხვა ჟურნალისტებთან ერთად ვიდექი მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის კუთხეში და ჩიტაძის ქუჩიდან რუსთაველისკენ მომავალ სპეცრაზმს ვიღებდი. ამ დროს ქაშუეთის მხრიდანაც წამოვიდა სპეცრაზმი და იძულებული გავხდი თავისუფლების მოედნისკენ წავსულიყავი, თან ვიდეოკამერით ვიღებდი, ფოტოაპარატი კი კისერზე მქონდა ჩამოკიდებული. სახეზე ქურთუკს ვიფარებდი, რომ რეზინის ტყვიები არ მომხვედროდა. ქაშუეთიდან და მეტრო თავისუფლებიდან მომავალ სპეცრაზმელებს შორის ადგილი სულ უფრო მცირდებოდა, იყო საშინელი კვამლი, გასაქცევი კი არსად არ იყო. მოახლოებულ სპეცრაზმელებს ვუყვიროდი, რომ ვარ ჟურნალისტი და გავეშვი, მაგრამ რამდენიმე მათგანი გინებით მომვარდა და ჯერ ფეხებში, მერე კი ზურგზე რეზინის ხელკეტების დარტყმა დამიწყო. ამ დროს ძირს დავვარდი და რამდნეჯერმე თავშიც მომხვდა რეზინის ხელჯოხი. ამ დროს ერთმა სპეცრაზმელმა ხელიდან ვიდეოკამერა გამომგლიჯა, მეორე კი ფოტოაპარატის წართმევას სცდილობდა. პარალალელურად ვყვიროდი, რომ ვარ ჟურნალისტი და თავი დაენებებინათ. მოგვიანებით გამოჩნდა პოლიციელი და სპეცრაზმელებს ჩემი ცემა შეაწყვეტინა, წამომაყენა და ტერიტორიიდან გაყვანაში დამეხმარა. სპეცრაზმელებს შორის რომ გამოვდიოდი, რამდენიმე მათგანმა რეზინის ხელკეტი თავში ჩამარტყა, ისინი წიხლებსაც მირტყამდნენ. თავი ჯერ სასტუმრო “მერიოტს” შევაფარე, მოგვიანებით კი –მაღაზია „პოპულს“.
თაზო კუპრეიშვილი: როგორ მცემეს
ასევე:
-
RSF-მა ბიძინა ივანიშვილი „პრესის თავისუფლების მტაცებელთა“ სიაში კვლავ შეიყვანა -
„საქართველო ივანიშვილის გარეშე!“ – ოპოზიციის ალიანსმა აქცია გამართა -
2025-ში სახელისუფლებო ტელევიზიებზე საბიუჯეტო რეკლამების 97.81% მოდიოდა, საიდანაც „იმედის“ წილი 65.21% იყო – MDF -
25 ოქტომბერს თსუ-ს პირველ კორპუსთან შევიკრიბებით და დავიწყებთ ალიანსის ერთობლივ კამპანიას
-
13.11.2026 ზვიად მაისაშვილზე თავდასხმის საქმეში ბრალდებულ სპეცრაზმელებს 5-5 წელი მიუსაჯეს -
12.11.2026 76 წლის მასწავლებელი მე-8 კლასელი გოგონას მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით დააკავეს -
12.11.2026 ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5 წლით პატიმრობა მიუსაჯეს -
12.11.2026 ზელენსკი: აზერბაიჯანთან დრონების შეთანხმება უკვე გაფორმებულია, შეკვეთების გაზრდაზე ვმუშაობთ -
12.11.2026 ფაშინიანი ერდოღანთან შეხვედრით კმაყოფილია -
12.11.2026 გირგვლიანის აქციებზე ვიდექი და ვაპროტესტებდი, მურუსიძე დღესაც სასამართლო სისტემაშია – წითლიძე
