ახალი ამბები

netgazeti.ge აცხადებს ვაკანსიას რეპორტიორის პოზიციაზე

5 მარტი, 2016 • 1872
netgazeti.ge აცხადებს ვაკანსიას რეპორტიორის პოზიციაზე

პოზიცია: რეპორტიორი

განცხადების მიღების ბოლო ვადა: 15 მარტი, 2016

სამუშაოს დაწყების თარიღი: დაუყოვნებლივ

სამუშაო ადგილი: თბილისი, საქართველო

netgazeti.ge -ის შესახებ:

netgazeti.ge არის ონლაინ გამოცემა, რომელიც შპს „გაზეთმა ბათუმელებმა” დააარსა 2010 წელს.  გამოცემის მიზანია, ინტრენეტის მომხმარებელს მიაწოდოს ფაქტებზე დაფუძნებული ახალი ამბები, მოვლენების ანალიზი და იყოს ღია ადგილი მრავალფეროვან მოსაზრებათა გამოხატვისთვის.  ნეტგაზეთის ამოცანაა  აუდიტორიას საინტერესოდ მიაწოდოს ინფორმაცია ახალი ტექნოლოგოების  გამოყენებით. ამიტომაც კონტენტის წარმოებისას ვიდეოს, ფოტოს და აუდიოს გამოყენება ნეტგაზეთის რეპორტიორებისთვის  აუცილებელი  მოთხოვნაა.

შპს „გაზეთი ბათუმელები” არის 2001 წელს ბათუმში დაფუძნებული კომპანია, რომელიც გამოსცემს ყოველკვირეულ დამოუკიდებელ გაზეთს – „გაზეთი ბათუმელები”  (ბათუმი) და ფლობს ვებ გვერდებს:  netgazeti.ge (თბილისი); batumelebi.ge (ბათუმი)

ვაკანსიის მოკლე აღწერა

netgazeti.ge ამჟამად ეძებს რეპორტიორებს,  რომლებიც პასუხისმგებელი იქნებიან მოამზადონ ჟურნალისტური ნამუშევრები ვებ გვერდისთვის.  ნეტგაზეთი განსაკუთრებით დაინტერესებულია იმ ჟურნალისტებით, რომლებსაც აინტერესებთ  ვებ რეპორტინგი.

კონკურისის პირობების თანახმად, განმცხადებლებს უნდა ჰქონდეთ პროფესიული უნარ-ჩვევები და ფლობდნენ ცოდნას ჟურნალისტური სტანდარტების შესახებ. ნეტგაზეთი მიესალმება ჟურნალისტიკაში გამოცდილების მქონე განმცხადებლებს, თუმცა ეს მოთხოვნა აუცილებელი არ არის.

განმცხადებელი კარგად უნდა ფლობდეს ქართულ და ინგლისურ ენებს, აინტერესებდეს ახალი მედია და მისი ტექნოლოგიები. უნდა ჰქონდეს ოპერატიულად მუშაობის უნარი, მათ შორის ექსტრემალურ პირობებში.

netgazeti.ge-სთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია განმცხადებლების მოტივაცია აღნიშნულ პოზიციების დასაკავებლად. ამიტომაც დაინტერესებულმა პირებმა მოტივაციის წერილი რეზიუმესთან  და ორ ჟურნალისტურ ნამუშევართან ერთად უნდა გააგზავნონ ელექტრონული ფოსტის მეშვეობით შემდეგ მისამართზე: ntsetskhladze@gmail.com ელ-ფოსტის თემის გრაფაში მიუთითეთ ვაკანსიის სახელწოდება: “რეპორტიორი- 2016”

განაცხადები მიიღება არაუგვიანეს 2016 წლის 15 მარტისა.

ნეტგაზეთი თავად დაუკავშირდება შერჩეულ განმცხადებლებს და მიიწვევს მათ გასაუბრებაზე.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი