ახალი ამბები

ანონსი – 4 მარტი

4 მარტი, 2016 • 1171
ანონსი – 4 მარტი

09.00 მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართება.

09:30 კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მათლმსაჯულებისთვის“ იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან აქციას გამართავს და საბჭოს ოფიციალური განცხადებით მიმართავს, რათა შეჩერდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის პოზიციაზე კანდიდატის დანიშვნის პროცესი.

10:30  2030-ის წევრი, ეკონომისტი მიხეილ დუნდუა პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. თემა: ეროვნული ბანკი და ეროვნული ვალუტა.  მისამართი:  ნუცუბიძის ქუჩა #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2.  საკონტაქტო პირი: ეკა გულუა 599726565

11:30 საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელი, „თავისუფალი დემოკრატების“ წევრი ირაკლი ჩიქოვანი პორტალ „კვირას“ პრესკლუბში  პრესკონფერენციას გამართავს.  თემა  ალექსი პეტრიაშვილზე თავდასხმის საქმე და მიმდინარე გამოძიება; მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები. მისამართი:  ნუცუბიძის ქუჩა #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2.  საკონტაქტო პირი: ეკა გულუა 599726565.

11:30 “პირველ პრესკლუბში” პოლიტოლოგი ალექსანდრე თვალჭრელიძე ბრიფინგს გამართავს. თემა: პრემიერის განცხადება, დაანონსებული შეხვედრა “რესპუბლიკურ” პარტიასთან და სხვა მიმდიანრე საკითხები. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული, საკონტაქტო: ნინო რაზმაძე 595 03 77 22

12:00 “პირველ პრესკლუბში” „დემოკრატიული მოძრაობის“ პოლიტიკური მდივანი გიგლა ბარამიძე ბრიფინგს გამართავს. თემები: პრემიერის განცხადება, შეხვედრა “რესპუბლიკელებთან”, მერიაში გაცემული პრემიები, იუსტიციის საბჭოში მიმდინარე პროცესები და სხვა მიმდინარე საკითხები. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული, საკონტაქტო: ნინო რაზმაძე 595 03 77 22

12:00 საათზე პრაიმტაიმის პრესკლუბში არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები გამართავენ საგანგებო ბრიფინგს ნაციონალური მოძრაობის მიერ 6 მარტს დანიშნულ გაზპრომის საწინააღმდეგო აქციასთან დაკავშირებით

12:30 საათზე პრაიმტაიმის პრესკლუბში ევროპის სპორტის ექსპერტი; ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის აღმასკომის წევრი თამაზ თევზაძე პრესკონფერენციას გამართავს თემა:”ქვეყანაში ფეხბურთისა და სპორტის განვითარების პერსპექტივა უახლოეს და გრძელვადიან პერსპექტივაში”.

12:30 პარლამენტის ბიუროს სხდომა. ქუთაისი, ბიუროს სხდომათა დარბაზი

13:00 საათზე,  “მემარცხენე ალიანსის” თავმჯდომარე კახა ძაგანია და პარტიის იურიდიული სამსახურის ხელმძღვანელი ელზა ჯმუხაძე საქართველოს პარლამენტში შეიტანენ საკანონმდებლო წინადადებას “სოლიდარობა მეშახტეებს”, რომელიც შრომის კანონთა კოდექსში ცვლილებებს შეეხება.მის.: თბილისი, რუსთაველის გამზირი

13:00 საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომა. ქუთაისი, პლენარულ სხდომათა დარბაზი

14:00 თბილისის 64-ე საჯარო სკოლის წინ (ვაჟა-ფშაველას გამზირი N 6) , „თამბაქოს კონტროლის ალიანსი“ გამართავს საპროტესტო აქციას, სახელწოდებით „ნუ მაბოლებ!“ ალიანსი საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლებისგან, პარლამენტისა და სასამართლოსგან თამბაქოს მავნე გავლენის აღსაკვეთად დაუყოვნებლივ მოქმედებას მოითხოვს.

14.00 საათზე, საგამოფენო ცენტრში „ექსპო ჯორჯია“ საქართველოს პრემიერ–მინისტრი  შეხვედრას გამართავს მცირე და საშუალო მეწარმეებთან. გიორგი კვირიკაშვილი ბიზნესმენებს  გააცნობს სამთავრობო პროექტებს, ახალ ინიციატივებსდა სამომავლო გეგმებს, მოისმენს მათ პრობლემებს და უპასუხებს შეკითხვებს. მისამართი:  ექსპო ჯორჯია, მე-3 პავილიონი, წერეთლის გამზ. #118

15:00 საქართველოს პარლამენტის წევრის, გუგული მაღრაძის შეხვედრა ქუთაისის ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. ქუთაისი, საკონფერენციო დარბაზი

15:00  თბილისში, სასტუმროში „Room’s Hotel“ აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული პროგრამა “საქართველოს რეგიონებში კლიმატის ცვლილებისადმი ადაპტაციისა და ზემოქმედების შერბილების ზომების ინსტიტუციონალიზაცია” (ICCAMGR) გამართავს რიგით მეორე სამუშო შეხვედრას ეროვნულ დონეზე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან. შეხვედრას დაესწრებიან კლიმატის ცვლილებისა და მდგრადი განვითარების სამუშაო ჯგუფების მდივნები საქართველოს ყველა (70) მუნიციპალიტეტიდან. შეხვედრის მიზანია პროექტის ფარგლებში მომზადებული კლიმატის ცვლილებისადმი ადაპტაციის გზამკვლევის დასკვნებისა და რეკომენდაციების და ასევე, პროექტის საქმიანობის განხილვა.

18:00 თი-ბი-სი ბანკის სათაო ოფისში (მარჯანიშვილის 7), მე-4 სართ. აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტი „მმართველობა განვითარებისათვის” (G4G) გამართავს საჯარო დისკუსიას მოგების გადასახადის ესტონური მოდელის დანერგვის შესახებ საქართველოში.

მასალების გადაბეჭდვის წესი