ახალი ამბები

ანონსი – 3 მარტი

2 მარტი, 2016 • 2149
ანონსი – 3 მარტი

10 საათზე თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი ბუთხუზი პირველ ფილიალს ესტუმრება და მანდილოსნებს დედის დღეს მიულოცავს.  შეხვედრის ადგილი: კაიროს ქ. 11 . საკონტაქტო პირი: თამარ მჭედლიშვილი: 577 72 02 29.

11 საათზე, ვაკის რაიონის გამგეობა და „დავით აბულაძის ქართულ-იტალიურ კლინიკა“ მემორანდუმს გააფორმებენ. მემორანდუმის თანახმად, დედის დღეს, ვაკეში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან დედებს სამედიცინო კვლევები და კონსულტაციები უფასოდ ჩაუტარდებათ. მისამართი: ფალიაშვილის ქუჩა, #39ა. საკონტაქტო პირი: ნინო ძაგნიძე 599 56 25 55.

11 საათზე თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარე ლია ჯახველაძე პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. თემა: აბრებისა და დიზაინის კონკურსი დასრულდა და გამარჯვებული გამოვლინდა. მისამართი: ნუცუბიძის ქუჩა #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა 599726565.

11 საათზე “პირველ პრესკლუბში” “მემარცხენე ალიანსის” პოლიტიკური მდივანი პაატა ჯიბლაძე მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებზე ბრიფინგს გამართავს. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული, საკონტაქტო: ნინო რაზმაძე 595 03 77 22.

11:30 საათზე “პირველ პრესკლუბში” პოლიტოლოგი ვალერი გელბახიანი მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებზე ბრიფინგს გამართავს. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული, საკონტაქტო: ნინო რაზმაძე 595 03 77 22.

11:30 საათზე  ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე პორტალ „კვირას“ პრესკლუბში საგანგებო პრესკონფერენციას გამართავს. თემა დაპირისპირება ადიგენში რელიგიურ ნიადაგზე; საფრთხეები; სხვა მიმდინარე პოლიტიკური საკითხები. მისამართი: ნუცუბიძის ქუჩა #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა 599726565.

12:00 საათზე  საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე რომან რურუა პორტალ „კვირას“ პრესკლუბში საგანგებო პრესკონფერენციას გამართავს. თემა: რა მდგომარეობაა სპორტში, ჭიდაობაში, პრობლემები და გადაწყვეტის გზები. მისამართი: ნუცუბიძის ქუჩა #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა 599726565.

14 საათზე თბილისის სმენადაქვეითებულთა N203-ე საჯარო სკოლაში დედის დღისადმი მიძღვნილი შოუ-კონცერტი გაიმართება. ღონისძიებას საბურთალოს რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე დაესწრება. მისამართი: ნუცუბიძის ქ. N5. საკონტაქტო პირი: ნინო გულბათაშვილი 595169163.

მასალების გადაბეჭდვის წესი