ახალი ამბები

ანონსი: 1 მარტი

29 თებერვალი, 2016 • 1619
ანონსი: 1 მარტი

10:30 საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი გია ჟორჟოლიანი მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებთან და კოალიციურ საკითხებთან დაკავშირებით პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. ასევე, ისაუბრეებს კოალიციის შემადგენლობაში „სოციალ-დემოკრატების“ სუბიექტად გაწევრიანებაზე.  მისამართი:  ნუცუბიძის ქუჩა #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2.

11:00 “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ოფისში ზურაბ მელიქიშვილის პრესკონფერენცია გაიმართება

11:00 „ახალი მემერჯვენეების“ წარმომადგენელი მანანა ნაჭყებია პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. მისამართი:  ნუცუბიძის ქუჩა #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2.  

12:00 გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომა

თბილისი, კომიტეტის თავმჯდომარის ოთახი N518

12:00 პრაიმტაიმის პრესკლუბში საინგილოში მცხოვრები ეთნიკურად ქართველი მოქალაქეები პრესკონფერენციას გამართავენ და საქართველოს ხელისუფლებას მიმართავენ.

თემა: რელიგიური და ეთნიკური ნიშნით დევნა და საკუთრების ხელყოფის ფაქტები

12:00 პროკრედიტ ბანკის სათავო ოფისში გაიმართება პრესკონფერენცია, რომლის მთავარი თემაც დირექტორთა ახალი გუნდის წარდგენა, გასული წლის შედეგების შეჯამება და სამომავლო გეგმების პრესის წარმომადგენლებისთვის გაცნობაა.

12:00 სახალხო დამცველი 5 წლამდე ასაკის ჩვილ ბავშვთა სიკვდილიანობის საკითხთან დაკავშირებით სპეციალურ ბრიფინგს გამართავს.

მისამართი: ნ.რამიშვილის #6

12:00 საფინანსო-საბიუჯეტო და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტების ერთობლივი სხდომა

თბილისი, პირველი რესპუბლიკის სახელობის დარბაზი

12:30 პრაიმტაიმის პრესკლუბში ერეკლე მეორის საზოგადოების წარმომადგენკები მამუკა ზანდუკელი, შავლეგ კაპანაძე, გოგა ქუჩულორია პრესკონფერენციას გამართავენ

თემა: თურქეთიც ოკუპანტია, თურქეთის საელჩოსთან აქციის დაანნსება

14:00 სასტუმრო „ინტერკონტინენტალში“ „აწარმოესაქართველოში“  ახალი კომპონენტის პრეზენტაცია. მედია მიწვეულია  13.00 საათზე.

15:00 იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა

თბილისი, პირველი რესპუბლიკის სახელობის დარბაზი

15:00 დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა

თბილისი, ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი

18:00 ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, დიმიტრი ხუნდაძის შეხვედრა დარგის ექსპერტებთან დემოგრაფიული უსაფრთხოების საკითხებზე

თბილისი, კომიტეტის სათათბირო ოთახი N638

19:00 თბილისის ოპერის თეატრში ჯუზეპე ვერდის „ატილას“ განახლებული ვერსიის პრემიერა გაიმართება.

19:00 საქართველოს ეროვნული მუზეუმის დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში აზერბაიჯანელი მხატვრის ფარჰად ხალილოვის ნამუშევრები გამოიფინება. სპეციალურად გამოფენის გახსნისთვის თბილისს თავად მხატვარიც ეწვევა.

მასალების გადაბეჭდვის წესი