საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები მსოფლიო რაგბის რეიტინგში ერთი პოზიციით დაინაურდა და მე-13 ადგილს იკავებს.

საქართველოს ეროვნულ ნაკრებს, რომელსაც 71.45 ქულა აქვს, მოსდევს იტალიის გუნდი. ხოლო საქართველოზე წინ არის ტონგა 71.60 ქულით, რომელიც ასევე დაწინაურდა მე-13 ადგილიდან  და რეიტინგში მე-12 ადგილს იკავებს.

ტონგას წინ უსწრებს ფიჯისა და იაპონიის გუნდები, რომლებიც დაქვეითდნენ რეიტინგში და მე-11 და მე-10 ადგილებს იკავებენ. რეიტინგის პირველ სამეულში შედიან ახალი ზელანდიის, ავსტრალიისა და სამხრეთ აფრიკის გუნდები.

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *