ახალი ამბები

მთავრობის ცნობით, ბათუმი-პეტერბურგის მიმართულებით 16 მაისიდან ავიარეისები დაინიშნება

29 თებერვალი, 2016 • 1254
მთავრობის ცნობით, ბათუმი-პეტერბურგის მიმართულებით 16 მაისიდან ავიარეისები დაინიშნება

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ცნობით, 16 მაისიდან ურალის ავიახაზები პეტერბურგიდან ბათუმის მიმართულებით პირდაპირი რეისების განხორციელებას გეგმავს.

რეისის პეტერბურგი – ბათუმი -პეტერბურგი შესრულება კვირაში ორჯერ, ორშაბათსა და პარასკევს პულკოვოს აეროპორტიდან იგეგმება.

კომპანიის პრეზენტაციას აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის წარმომადგენელი სანტ-პეტერბურგში პულკოვოს აეროპორტის მიერ ორგანიზებულ საღამოზე გაეცნო, სადაც აეროპორტის მიერ 2016 წლისთვის დაგეგმილი ახალი ავიარეისების შესახებ ისაუბრეს, აცხადებს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი.

2016 წელს რუსეთი აჭარის ტურიზმის დეპარტამენტისთვის ახალ სამიზნე ბაზარს წარმოადგენს, სადაც აქტიური პიარ და მარკეტინგული კამპანიების განხორციელება აპრილიდან დაიწყება, აცხადებს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი.

მასალების გადაბეჭდვის წესი