ახალი ამბები

გია ვოლსკი: “მე და საზოგადოების” სწავლება გუშინ უნდა დაგვეწყო

29 თებერვალი, 2016 • 1067
გია ვოლსკი: “მე და საზოგადოების” სწავლება გუშინ უნდა დაგვეწყო

“ამ საგნის სწავლება არის არათუ აუცილებელი, არამედ გუშინ უნდა დაგვეწყო, ” – ეს განცხადება პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის სხდომაზე “ქართული ოცნების” ფრაქციის თავმჯდომარემ, გია ვოლსკიმ გააკეთა, სადაც სკოლებში საზოგადოებრივი მეცნიერებების სწავლებაზე მსჯელობენ.

“სახელმწიფოს უსაფრთხოების თემა დევს- მთავარი საკითხი, როდესაც საზოგადოების ერთი ნაწილი მეორეს არ უნდა დაუპირისპირდეს. დევს დოკუმენტი, რომელზეც შეკითხვები არ უნდა ჰქონდეს საზოგადოების არც ერთ ნაწილს. რამდენადაც არ უნდა განსხვავდებოდეს ჩვენი მიდგომა პოლიტიკური ოპონენტების მიდგომისგან, მთავარი მიდგომა არის -საქართველო უპირველეს ყოვლისა, რომლის უსაფრთხოებითაც უნდა უზრუნველვყოთ და განათლებული საზოგადოებითაც,” – აღნიშნა გია ვოლსკიმ.

სხდომას ესწრებიან დეპუტატები, ასევე- ლევან ვასაძე, ჯონდი ბაღათურია, სოსო მანჯავიძე და სასულიერო პირები. ახალი საგნის შესახებ ინფორმაცია მხარეებს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, ლია გიგაურმა მიაწოდა:

“პასუხისმგებლობის მქონე მოქალაქის ჩამოყალიბებისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ  ჩვენ საზოგადოებრივი მეცნიერების სწავლა დავიწყოთ უფრო დაბალი კლასებიდან, ვიდრე ვიწყებდით. მესამე და მეოთხე კლასში იქნება საგანი “მე და საზოგადოება”, ან ის, რასაც დავარქმევთ, საზოგადოებრივი მეცნიერებების საფუძვლების ინტეგრირებული კურსი წავა,  ხოლო “ჩემი საქართველო” რჩება მეხუთე და მეექვსე კლასში,”- განაცხადა გიგაურმა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი