ახალი ამბები

ანონსი: 29 თებერვალი

28 თებერვალი, 2016 • 1682
ანონსი: 29 თებერვალი

10:00 საათზე, „დევნილი ოჯახებისათვის იპოთეკური სესხების დაფარვის“ პროექტის მეორე ეტაპის შედეგებთან დაკავშირებით დევნილთა სამინისტროში ბრიფინგი გაიმართება. მისამართი: თბილისი, თამარაშვილის ქ. N15ა

10:30 საათზე „საქართველოს განვითარების ფონდის“ წარმომადგენელი, ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებზე, ალექსი პეტრიაშვილზე თავდასხმაზე, ასევე, პაატა ბურჭულაძის ფონდის პოლიტიკურ გეგმებზე პორტალ „კვირას“ პრესკლუბში საგანგებო პრესკონფერენციას გამართავს. მისამართი: ნუცუბიძის ქუჩა #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა 599726565.

11:00 საათზე “პრაიმტაიმის” პრესკლუბში, “ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი, ეკა ბესელია განცხადებას გააკეთებს.

11:00 საათზე საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი, პარლამენტის ვიცე სპიკერი, „კონსერვატორი“ ზვიად ძიძგური მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებთან და კოალიციურ საკითხებთან დაკავშირებით პორტალ “კვირას” პრესკლუბში საგანგებო პრესკონფერენციას გამართავს. მისამართი: ნუცუბიძის ქუჩა #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა 599726565.

11:30 საათზე “პირველ პრესკლუბში” საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ანი მიროტაძე ბრიფინგს გამართავს. თემები: საპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრა პრემიერთან, ტყიბულში გაფიცულები, საგარეჯოს არჩევნები და სხვა მიმდინარე საკითხები. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული, საკონტაქტო: ნინო რაზმაძე 595 03 77 22

12:00 საათზე “პირველ პრესკლუბში” ქალთა პარტიის ლიდერი ხათუნა მაჭავარიანი ბრიფინგს გამართავს. თემები: პატიმარი დედების შეწყალების საკითხი და დაანონსებული აქცია პრეზიდენტის სასახლესთან, მიმდინარე პოლიტიკური საკითხები. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული, საკონტაქტო: ნინო რაზმაძე 595 03 77 22

14:00 საათზე, მწერალთა სახლში, სახალხო დამცველი გამართავს შეხვედრას თემაზე: „მცირერიცხოვანი ეროვნული უმცირესობების მშობლიური ენის შენარჩუნება/განვითარება“. მისამართი: მაჩაბლის # 13

მასალების გადაბეჭდვის წესი