ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) მაღაროელთა მხარდასაჭერად საზოგადოებრივი საგაფიცვო ფონდის შექმნის ინიციატივით გამოდის.
15 დღეა ტყიბულში მაღაროელთა გაფიცვა მიმდინარეობს. EMC-ის განცხადებით, მუშების მოთხოვნების საპასუხოდ, საწარმოს შეთავაზებები ამ დრომდე მინიმალურია. შესაბამისად, მაღაროელები საწარმოს წინადადებაზე უარს ამბობენ და გაფიცვას აგრძელებენ.
“კანონმდებლობის თანახმად, გაფიცვის მონაწილეები გაფიცვის პერიოდში ხელფასს არ იღებენ, რაც მძიმე ტვირთია გაფიცულებისა და მათი ოჯახებისთვის. ასევე, არ არსებობს წინასწარი საგაფიცვო ფონდები, რაც ხელს უშლის მეშახტეთა პროტესტის ორგანიზებას.”
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის განცხადებით, გაფიცვის ხანგრძლივობიდან გამომდინარე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაღაროელთა მხარდაჭერა, მათ შორის, გაფიცვისთვის აუცილებელი ფინანსური რესურსების მოძიება: “ეს თანხა, გაფიცვის უკეთ ორგანიზების გარდა, მოხმარდება განსაკუთრებულად მძიმე სოციალურ მდგომარეობაში მყოფი დასაქმებულების ოჯახების ფინანსურ დახმარებას.”
ვისაც სურვილი აქვს, ტყიბულელი მაღაროელების მხარდაჭერა ფინანსური დახმარებით გამოხატოს, სასურველი თანხის ჩარიცხვა შეუძლიათ მითითებულ ანგარიშზე:
- მიმღები ბანკი: საქართველოს ბანკი
- ლარის ანგარიში: GE26BG0000000942259700 (GEL)
- დოლარის ანგარიში: GE52BG0000000344235802 (USD)
- მიმღები: ვლადიმერ ჯღარკავა
ანგარიში ეკუთვნის საგაფიცვო კომიტეტის წევრს, ხოლო ჩარიცხულ თანხას სრულად განკარგავს საგაფიცვო კომიტეტი. რომ საგაფიცვო კომიტეტი პოლიტიკური პარტიებისგან დახმარების მიღებაზე უარს აცხადებს.