ნეტგაზეთი | კვირიკაშვილი შსს–ს მიმართავს, პეტრიაშვილზე თავდასხმა მაქსიმალურად მოკლე ვადებში გამოიძიოს. კვირიკაშვილი შსს–ს მიმართავს, პეტრიაშვილზე თავდასხმა მაქსიმალურად მოკლე ვადებში გამოიძიოს. – Netgazeti
Batumelebi | RU

კვირიკაშვილი შსს–ს მიმართავს, პეტრიაშვილზე თავდასხმა მაქსიმალურად მოკლე ვადებში გამოიძიოს.

პრემიერ–მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ალექსი პეტრიაშვილზე დღეს განხორციელებულ თავდასხმას ეხმაურება და მიმართავს შინაგან საქმეთა სამინისტროს, მომხდარი მაქსიმალურად მოკლე ვადებში გამოიძიოს.

“მე უკვე ვესაუბრე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს, რათა ამ შემზარავ ფაქტზე რეაგირება იყოს ძალიან მკაცრი. სამართალდამცავი უწყებები ყველა საჭირო ზომას მიმართავენ, რათა მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში მოხდეს საქმის გამოძიება, დამნაშავეების დაკავება და სასამართლოს წინაშე მათი წარდგენა.

მომხდარით უკიდურესად შეშფოთებული ვარ და კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვაცხადებ, რომ კრიმინალი ჩვენს ქვეყანაში დაუსჯელი არ დარჩება,”– აცხადებს კვირიკაშვილი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დღეს თბილისში, საბურთალოს რაიონში, უცნობმა პირებმა ალექსი პერტიაშვილს ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ორივე ქვედა კიდური დაუზიანეს. შემთხვევა საბურთალოს პანთეონის ძმათა სასაფლაოს ტერიტორიაზე მოხდა.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი