ახალი ამბები

ლიონელ მესის საჩუქარი 5 წლის ავღანელ გულშემატკივარს

25 თებერვალი, 2016 • 1513
ლიონელ მესის საჩუქარი 5 წლის ავღანელ გულშემატკივარს

UNICEF-ის კეთილი ნების ელჩმა, არგენტინელმა ფეხბურთელმა ლეიონელ მესიმ 5 წლის ავღანელ გულშემატკივარს, მურთაზა აჰმადის თავისი ავტოგრაფით მაისური გაუგზავნა. ინფორმაციას ამის შესახებ ორგანიზაციის ავღანური ფეისბუკ გვერდი ავრცელებს.

“მე მიყვარს მესი და ჩემს მაისურზე წერია, რომ მესისაც ვუყვარვარ,” – ამბობს მურთაზა UNICEF-თან საუბარში.

امروز مرتضی، به یکی دیگر از آرزوهایش رسید. لئونل مسی، ستاره فوتبال و سفیر حسن نیت یونیسف، یک توپ و پیراهن امضاء شده و پی…

Posted by Unicef Afghanistan on Wednesday, 24 February 2016

 

მურთაზა აჰმადის ფოტოები ინტერნეტსივრცეში რამდენიმე თვის წინ გავრცელდა – ბიჭს ფეხბურთელის პოლიეთილენის პარკისაგან გაკეთებული არგენტინის ეროვნული ნაკრების 10-ნომრიანი მაისური ეცვა. ფოტო ინტერნეტში წარწერით “მესის ყველაზე დიდი გულშემატკივარი” ჰიტი გახდა. მისი ძებნა კი სხვადასხვა გამოცემებთან ერთად ლიონელ მესის ფონდის წევრებმაც დაიწყეს. თავდაპირველად ირანელი ჟურნალისტები ამტკიცებნენ, რომ მათ ბიჭს მიაგნეს და ინტერვიუც გაავრცელეს, თუმცა შემდეგ მურთაზა აჰმადი ღაზის რეგიონში იპოვეს.

მურთაზა მესის პოლიეთილენისაგან გაკეთებული მაისურით. მის ძმას იდეა მაშინ გაუჩნდა, როდესაც მურთაზას ნაჭრის მაისური დაეხა და განიცდიდა. ფოტო: BBC

მურთაზა მესის პოლიეთილენისაგან გაკეთებული მაისურით. მის ძმას იდეა მაშინ გაუჩნდა, როდესაც მურთაზას ნაჭრის მაისური დაეხა და განიცდიდა. ფოტო: BBC

მასალების გადაბეჭდვის წესი