ახალი ამბები

“საბჭოთა ოკუპაცია – დავიწყება გამეორების საწინდარია”

25 თებერვალი, 2016 • 3569
“საბჭოთა ოკუპაცია – დავიწყება გამეორების საწინდარია”
ნინო კიღურაძე აცვია ციმბირიდან, დედის მიერ გამოგზავნილი ზედაპერანგი.

ნინო კიღურაძე აცვია ციმბირიდან, დედის მიერ გამოგზავნილი ზედაპერანგი.

“ჩემო საყვარლებო! გწერ გზიდან, ვზივარ საქონლის რონოდაში, წელიწად ნახევრის წინ კიდევ ასეთ პირობებში მოვდიოდი თბილისიდან. ვზივარ და არ ვიცი სად მივდივარ. აუწერელია ის პირობები, რომელშიც ვიმყოფებით. მოდის უშველებელი ეშელონი, ათას ხუთასი გაუბედურებული ცოლები და დედები.  მივერეკებით, სად არ ვიცით. როგორ გადმოგცეთ ყველაფერი ის საშინელება, რაც გადამწყდა ამ წელიწად და ათ თვეში. ეს შეუძლებელია ქაღალდზე ამის დაწერა,”- ეს ეტაპირების პატიმრის მიერ რონოდიდან გადმოგდებული წერილი თბილისში, პარლამენტის ყოფილი  შენობის წინ, საბჭოთა უკუპაციის დღესთან დაკავშირებით გამოიფინა.  გამოფენაზე, რომლის ორგანიზატორები საზოგადოება „მემორიალი“ და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)  არიან, ასევე წარმოდგენილია 1924-1937 წლებში საბჭოთა რესპრესიების მსხვერპლთა  ფოტოები, პირადი ნივთები და დუკომენტური მასალები.

12524268_441929029346632_7905945211222807546_n

“მემორიალის” საარქივო კვლევების ლაბორატორიის ცნობით, 1924-1937 წლებში პოლიტიკური ნიშნით 80 ათასზე მეტი ადამიანი დააპატიმრეს, აქედან 20 ათასამდე ადამიანი დახვრიტეს:

“საქართველოს რესპუბლიკის ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით უკვე მესამე წელია ვმართავთ გამოფენას. ოკუპაცია, რომელმაც სისხლი და ცრემლები მოგვიტანა. ამის დავიწყება გამეორების გარანტია არის. წარმოდგენილია შედეგები, რაც ოკუპაციამ და საბჭოთა რეჟიმის დამყარებამ გამოიწვია. ეს ისტორიები დავიწყებას არ უნდა მიეცეს. ჩვენ არ უნდა დავივიწყოთ ის საშინელება, რამაც საქართველოს განვითარებას დაღი დაასვა,” – ამბობს “მემორიალის” წარმომადგენელი გურამ სოსელია.

ნინო კიღურაძე აცვია ციმბირიდან, დედის მიერ გამოგზავნილი ზედაპერანგი.

ნინო კიღურაძე აცვია ციმბირიდან, დედის მიერ გამოგზავნილი ზედაპერანგი.

 

“ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის” გამგეობის თავმჯდომარის, ლევან ავალიშვილის განმარტებით, გამოფენის მიზანია საზოგადეობამ საბჭოთა რეჟიმის შედეგები კარგად გაითავისოს:

“დღეს 25 თებერვალია, საქართველოს ოკუპაციის დღე. სწორედ ამ ოკუპაციას მოჰყვა ათიათასობით ადამიანის რეპრესია საქართველოში. ეს გამოფენა სწორედ ამ მოვლენებს ეძღვნება. წარმოდგენილია იმ ადამიანების სიები, რომლებიც დახვრიტეს ყოვლად დაუსაბუთებლად, და მათი ოჯახის წევრების ფოტოები. ამ აქციასაც სწორედ ეს ჰქვია – დავიწყება გამეორების საწინდარი არის. გვინდა საზოგადოებას კარგად ჰქონდეს გათავისებული, თუ რასთან გვქონდა საქმე 70 წლის განმალობაში.”

WIN_20160224_225108
WIN_20160224_225119
WIN_20160224_225201
საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით დღეს, 25 თებერვალს, საქართველოს სახელმწიფო უწყებების შენობებზე სახელმწიფო დროშები დაეშვა.
საქართველოს პარლამენტის 2010 წლის 21 ივლისის დადგენილების თანახმად, ყოველი წლის 25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედაა გამოცხადებული და საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო უწყებების შენობებზე დროშები ეშვება.
1921 წლის 17 თებერვალს საბჭოთა რუსეთის მე-11 არმიამ ომის გამოუცხადებლად საქართველოს ოკუპაცია დაიწყო. 1921 წლის 25 თებერვალს საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლ იუნკერთა დიდი ნაწილი ბრძოლის ველზე დაეცა.

მასალების გადაბეჭდვის წესი