ახალი ამბები

ანონსი – 25 თებერვალი

24 თებერვალი, 2016 • 1259
ანონსი – 25 თებერვალი

გთავაზობთ 25 თებერვალს დაგეგმილი ღონისძიებების ანონსს:

09:00 საათზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართება.

11:00 საათიდან 17:00 საათამდე ყოფილი პარლამენტის შენობის წინ, დამოუკიდებელი, დემოკრატიული საქართველოს ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით საზოგადოება „მემორიალი“ და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)  გიწვევთ გამოფენაზე: „გასაბჭოების შედეგები საქართველოში რეპრესირებულთა ფოტოებისა და სიების სახით“.

11:00 საათზე დემოგრაფიული აღორძინების ფონდის პრეზიდენტი თამარ ჩიბურდანიძეპორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. თემა: IDFi -ის  კვლევევისანალიზი ოჯახის მხარდაჭერის პოლიტიკაზე, ფონდის პოზიცია მათ რეკომენდაციებზე.ასევე – ფონდის პოზიცია ვოლსკის წინადადებაზე საკონსტიტუციო ცვლილებებთანდაკავშირებითმისამართი: ნუცუბიძის ქუჩა #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2. საკონტაქტო პირი: ეკაგულუა 599726565.

11:30 საათზე საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი ანი მიროტაძე მიმდინარეპოლიტიკურ საკითხებთან და კოალიციასთან დაკავშირებით პორტალ „კვირას“პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. მისამართი: ნუცუბიძის ქუჩა #14ბ,სადარბაზო 1, სართული 2. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა 599726565.

12:00 საათზე საქართველოს ბანკის სათავო ოფისში, გაგარინის ქ. 29ა (შემოსასვლელი სანაპიროს მხრიდან), გაიმართება საქართველოს ბანკის მიერ გადახდის კიდევ ერთი ინოვაციური მეთოდის დანერგვის შესახებ პრეზენტაცია. პრეზენტაციას გამართავს საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი, მურთაზ კიკორია.

12:00 საათზე  იუნკერების ხსოვნის დღეს,  ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი ირაკლი შიხიაშვილი კოჯორში იუნკერების მემორიალთან პატივს მიაგებს ბრძოლაში დაღუპული გმირების ხსოვნას.

13:00 საათზე  ავტომრბოლელი და ომის ვეტერანი დავით კვარაცხელიაუცხოეთში სხვადასხვა ტურნირებში მიღებულ პრიზებს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფოსამსახურს გადასცემს. გადაცემის ცერემონიალი გაიმართება საქართველოს ტექნიკურიუნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსის სააქტო დარბაზში.

14:00 საათზე, სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი ტყიბულში გაფიცულ მეშახტეებს შეხვდება.

19:00 სთ, თბილისის საკრებულოს თამარ მეფის სახელობის ცენტრალურ დარბაზში გაიმართება სასაჩუქრე კატალოგის “თბილისური საჩუქარი” პრეზენტაცია.

მასალების გადაბეჭდვის წესი