ახალი ამბები

ანონსი: 23 თებერვალი

22 თებერვალი, 2016 • 1087
ანონსი: 23 თებერვალი

10.15 სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტში“ საქართველოსა დაჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებების პირველი რაუნდიგაიმართება, რომელსაც საქართველოს მხრიდან წარმართავს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე.

11:00 იუსტიციის უმაღლესი სკოლა დონორ ორგანიზაციებთან საკოორდინაციო შეხვედრას გამართავს.

ღონისძიების ფარგლებში, იუსტიციის უმაღლესი სკოლის დირექტორი ლაშა მაღრაძე დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებს, 2015 წელს, უწყების მიერ გაწეული საქმიანობისა და 2016 წლის ძირითადი მიმართულებების შესახებ ინფორმაციას წარუდგენს.

მისამართ: სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერია“, დარბაზი #6.

11:00 ენმ-ს ცენტრალურ ოფისში გიგი წერეთლის და გიორგი ღვინიაშვილის პრესკონფერენცია გაიმართება.

მისამართი: სობჩაკის #3

11:00 სასტუმრო „ვერე პალასი“. USAID-ის პროექტის მმართველობა განვითარებისათვის (G4G) მხარდაჭერით გაიმართება დიალოგი კერძო და საჯარო სექტორებს შორის თემაზე:სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვისას ზედნადები ხარჯების და გეგმიური მოგების განსაზღვრის წესის შესახებ. დიალოგში მონაწილეობას მიიღებენ ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილე, ეკატერინე სეფაშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სამშენებლო დარგის წარმომადგენლები, ბიზნესომბუდსემენი, ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის“ წევრები და სხვა დაინტერესებული პირები.

11:30 თბილისში, პეკინის ქუჩა N29-ში (შესასვლელიანა კალანდაძის (ყოფილი ბულაჩაურის) ქუჩიდან) გაიმართება საზეიმო გახსნა იმ სასამართლოსი, რომელიც მოწმეთა დაკითხვის ახალი წესის ამოქმედებასთან დაკავშრებით გახდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ნაწილი.

12:00 პრაიმტაიმის პრესკლუბში პროფესიული ასოციაციებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები პრესკონფერენციას გამართავენ

თემა: საგნის ,,მე და საზოგადოება“ სტანდარტი

12:00 ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა

თბილისი, ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი

13:00 გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომა

თბილისი, პირველი რესპუბლიკის სახელობის დარბაზი

13:00 თბილისში, საქართველოს პარლამენტის ეზოში,1921 წლის 23 თებერვალს, რუსეთის არმიის წინააღმდეგ კოჯორ-ტაბახმელასთან ბრძოლაში დაღუპულ იუნკერთა ხსოვნის დღე აღინიშნება.

14:30 ვ. კომაროვის ფიზიკა-მათემატიკის სკოლის მოსწავლეებისთვის ჩატარდებაგაერთიანებული სამეფოს ატომური ენერგიის მმართველი სააგენტოს თავმჯდომარის, პროფ. როჯერ ქაშმორისსაჯარო ლექცია/პრეზენტაცია – „ენერგეტიკა 21-ე საუკუნეში“, რომელსაც საქართველოს განათლებისა დამეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე დაესწრება.

ადგილი: ვ. კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის #199 საჯარო სკოლა

მისამართი:  ვაჟა-ფშაველას ქ. #49, თბილისი

15:00 ინფრასტრუქტურის მინისტრი, მგფ-ისა და ADB-ის დირექტორები და  თბილისი მერი 23-ე  მეტროსადგურის სამშენებლო სამუშაოებს დაათვალიერებენ   

მის:  ვაჟა -ფშაველასა და სანდრო ეულის ქუჩის კვეთა (შახტა #51)

15:30 სუამ-ის საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრების შეხვედრა სუამ-ის ახლადარჩეულ გენერალურ მდივანთან, ალთაი ეფენდიევთან

თბილისი, ბაგრატოვანთა დარბაზი

მასალების გადაბეჭდვის წესი