ახალი ამბები

ბათუმის პორტში რადიაციის შესახებ განცხადებას უახლოეს საათებში გააკეთებენ

5 აპრილი, 2011 •
ბათუმის პორტში რადიაციის შესახებ განცხადებას უახლოეს საათებში გააკეთებენ

ბათუმის პორტში რადიაციის არსებობის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე პორტის წარმომადგენლები ოფიციალურ განცხადებას ორ საათში გააკეთებენ. ამის შესახებ პორტიდან გაზეთ “ბათუმელებს” აცნობეს.

დღეს სხვადასხვა საინფორმაციო სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბათუმის პორტში რადიაციული გამოსხივებაა, ნავსადგურთან მისასვლელი გზები რამდენიმე საათია გადაკეტილია, პერსონალი – ევაკუირებული.

http://www.onlinenews.ge–ს ინფორმაციით, რადიოაქტიური ნარჩენები გვიან ღამით ჯართით დატვირთულ სარკინიგზო ვაგონში აღმოაჩინეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი