ახალი ამბები

ტყიბულში მაღაროელთა გაფიცვა გრძელდება

19 თებერვალი, 2016 • 1259
ტყიბულში მაღაროელთა გაფიცვა გრძელდება

ტყიბულის გამგეობასთან ორასამდე მაღაროელია შეკრებილი. დღეს, 19 თებერვალს მაღაროელთა გაფიცვის მე-6 დღეა.

აქციის მონაწილეთა თქმით, ადგილობრივი ხელისუფლებისა და კომპანია “საქნახშირს” წარმომადგენლები ამ დრომდე მათ არ შეხვედრილან.

მეშახტე, მამუკა კეკელია ამბობს, რომ მათი მთავარი მოთხოვნა ხელფასების გაზრდა და სამუშაო პირობების გამუჯობესებაა.

კეკელიას თქმით, საქმე, რომელსაც ტყიბულელი მაღაროელები აკეთებენ, შეუსაბამოა ანაზღაურებასთან.

დღევე, რამდენიმე მუშა, ტყიბულის გამგებელს, რობიზონ გვენეტაძეს ხვდება.

ამ დროისთვის მაღაროში ძირითადი სამუშაოები შეჩერებულა.

ნეტგაზეთი შეეცადა “საქნახშირს” დაკავშირებოდა და გაერკვია, თუ რას გეგმავს კომპანია აღნიშნულთან დაკავშირებით, თუმცა კომპანიაში კომენტარს არ აკეთებენ.

“მე-6 დღეა ვშიმშილობთ და არანაირი გამოხმაურება არ ყოფილა. ხალხს ხელფასს გვიხდიან მიზერულს და გვინდა, ის დამამცირებელი პირობები მაინც აღარ იყოს, რაც წლებია გრძელდება”, – ამბობს მამუკა კეკელია.

მასალების გადაბეჭდვის წესი