ახალი ამბები

სანიკიძე: არავითარი დაპირისპირება და დაძაბულობა კოალიციაში არ არის

19 თებერვალი, 2016 • 1239
სანიკიძე: არავითარი დაპირისპირება და დაძაბულობა კოალიციაში არ არის

საქართველოს განათლების მინისტრის, თამარ სანიკიძის განცხადებით, კოალიცია ქართული ოცნების დაშლა არ იგემება.

ეს განცხადება მინისტრმა 19 თებერვალს, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა. 18 თებერვალს გოგი თოფაძემ განაცხადა, რომ თავდაცვის მინისტრი, თინა ხიდაშელი ჩაერია საგარეჯოს არჩევნებში და კოალიცია შეარცხვინა. გარდა ამისა, მას პრეტენზიები აქვთ რესპუბლიკური პარტიის კიდევ ორ წევრთან, დავით ბერძენიშვილთან და ლევან ბერძენიშვილთან.

“რამდენჯერმე, ბატონი გოგი თოფაძის მხრიდან გაკეთდა განცხადება, ეს არ იყო პირველი და ბოლო განცხადება. თითოეულ განცხადებაზე გვქინდა ყველას ჩვენი რეაგირება და ყოველ ჯერზე ვამბობდით, რომ როდესაც ვსაუბრობთ ერთმანეთზე, მითუმეტეს კოალიციის შიგნით, გვმართებს მეტი დაფიქრება. ანალოგიურად, იგივე რეაგირება იქნება ჩემი მხრიდან, როგორც მინისტრის მხრიდან ამჯერადაც განცხადებაზე. ნამდვილად არ უნდა გავაკეთოთ ისეთი რამ, რაც საზოგადოებაში გააჩენს კითხვის ნიშნებს, თორემ არავითარი დაძაბულობა და არავითარი დაპირისპირება კოალიციაში არ არის და არც არავინ გეგმავს კოალიციის დაშლას. პირიქით,”- განაცხადა სანიკიძემ ჟურნალისტებთან.

მასალების გადაბეჭდვის წესი