ახალი ამბები

ჰომოფობიური განცხადების გამო Nike-მა მენი პაკიაოსთან ურთიერთობა შეწყვიტა

18 თებერვალი, 2016 • 1507
ჰომოფობიური განცხადების გამო Nike-მა მენი პაკიაოსთან ურთიერთობა შეწყვიტა

“ნაიკმა” ცნობილ ფილიპინელ მოკრივესთან მენი პაკიაოსთან, რომელმაც ჰომოფობიური განცხადებები გააკეთა, ურთიერობა გაწვიტა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

BBC-ის ცნობით, 37 წლის მოკრივემ განაცხადა, რომ ჰომოსექსუალები “ცხოველებზე უარესები არიან”.

“მიგვაჩნია, რომ პაკიაოს კომენატრები შემზარავია. “ნაიკი” უაღრესად ეწინააღმდეგება ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას და ლგბტ საზოგადოების მხარდაჭერისა და გვერდზე დგომის დიდი ისტორია აქვს. ჩვენ აღარ გვქვს ურთიერთობა პაკიაოსთან”, – ნათქვამია სპორტული ბრენდის განცხადებაში.

პაკიაომ ზემოხსენებული კომენტარი ტელევიზიით გააკეთა და თავდაპირველად უკან დახევას არ აპირებდა, რადგან ინსტაგრამზე დაწერა: “მხოლოდ იმ სიმართლეს ვამბობდი, რაც ბიბლიაში წერია”. მოგვაინებით ფეისბუკზე დაწერა, რომ “ლგბტ-ს არ გმბობს”, თუმცა ქორწინების თანასწორობას [გეი-ქორწინებას] მხარს არ უჭერს.

Forbes-ის  მიხედვით, 2015 წელს პაკიაო მსოფლიოს ყველაზე მდიდარი სპორტსმენების რეიტინგში მეორე ადგილზე გავიდა. იგი მხოლოდ მოკრივე ფლოიდ მეივეზერს ჩამორჩა მაშინ როდესაც  კრისტიანო რონალდოზე, ლიონელ მესიზე, როჯერ ფედერერსა და ლებრონ ჯეიმსზე მეტი ფული გამოიმუშავა.

Screen Shot 2016-02-18 at 10.54.30 AM

 

მასალების გადაბეჭდვის წესი