ახალი ამბები

პარლამენტმა I მოსმენით მხარი დაუჭირა მეწარმეთა შესახებ კანონის შეცვლას

17 თებერვალი, 2016 • 1323
პარლამენტმა I მოსმენით მხარი დაუჭირა მეწარმეთა შესახებ კანონის შეცვლას

პარლამენტმა პირველი მოსმენით, 75 ხმით არცერთის წინააღმდეგ მიიღო კანონპროექტი “მეწარმეთა შესახებ” კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე და მისგან გამომდინარე ცვლილებები “ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ” კანონში.

წარმოგდენილი კანონპროექტის მიხედვით, შპს-სა და სააქციო საზოგადოებაში, როგორც პარტნიორთა, ასევე აქციონერთა საერთო კრების გადაწყვეტილებით შეიძლება დადგინდეს წლიური და შუალედური მოგების დივიდენდების სახით გადანაწილება. ასევე, საწარმოებში დივიდენდი უნდა გაიცეს მოგების განაწილების შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 9 თვის განმავლობაში. ამასთან, შპს-ს კაპიტალის გაზრდის შემთხვევაში წილის მფლობელს ექნება თავისი წილის საზოგადოების განახლებული კაპიტალის პროპორციულად გაზრდის უფლება კაპიტალში შესაბამისი შენატანის განხორციელების გზით. ამავე კანონპროექტით რეგულირდება შვილობილი საწარმოს მიერ საზოგადოების აქციათა შეძენის საკითხი.

ხოლო, კანოპნპროექტი “ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ” კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე, ითვალისწინებს აუდიტის კომიტეტის შექმნას ანგარიშვალდებული საწარმოს სამეთვალყურეო საბჭოში, რომელიც კონტროლს გაუწევს ემიტენტის ფინანსური ანგარიშგების უტყუარობას, უზრუნველყოფს შიდა კონტროლის სიტემის ეფექტურობას და წარმართავს გარე აუდიტორებთან ურთიერთობას:

“ანგარიშვალდებული საწარმოს აუქციონერს უფლება ექნება მიიღოს ინფორმაცია ანგარიშვალდებული საწარმოს დირექტორების მიერ საწარმოდან მიღებული შემოსავლების სქემების შესახებ”, ” – აღნიშნულია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

მასალების გადაბეჭდვის წესი