ახალი ამბები

სულეიმანოვი უსუფაშვილს: თქვენი დამსახურებაა, რომ ქვეყნის მტრები თავისუფლები არიან

17 თებერვალი, 2016 • 1041
სულეიმანოვი უსუფაშვილს: თქვენი დამსახურებაა, რომ ქვეყნის მტრები თავისუფლები არიან

პარლამეტნის პლენარულ სხდომაზე “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა აზერ სულეიმანოვმა დავით უსუფაშვილს მიმართა და განაცხადა, რომ ხელისუფლების დამსახურებით ქვეყნის მტრები პატიმრობიდან გათავისუფლებულები არიან:

“ბატონო დავით(უსუფაშვილი), რამდენიმე დღის წინ თქვენს მიერ ამნისტრირებულმა სეპარატისტმა გააკეთა სეპარატისტული განცხადება საქართველოს თურქიზაცია და აზერბაიჯანიზაცია და ეს არ არის მისი პირველი განცხადება. ამ ადამიანმა, ვაჰაგან ჩახალიანმა ეს განცხადება სპეციალურად გააკეთა ამ დღეს, როცა მსოფლიო აზერბაიჯანული მოსახლეობა გლოვობს აზერბაიჯანელი ხალხის ხოჯალოს გენოციდის დღეს. ზუსტად 24 წლის წინ თებერვალში ერთ ღამეში ჩახალიანისნაირმა სეპარატისტებმა რუსულ ჯარებთან ერთად ამოხოცეს მთელიანად ერთი ქალაქი, ათასობით აზერბაიჯანი, ძირითადად ბავშვები, ქალები, მოხუცები. სამწუხაროდ, მსოფლიო საზოგადოებამ საკმარისი შეფასება არ მისცა ამ გენოციდს. ბატონო დავით, ზუსტად თქვენი გუნდის დამსახურებაა,  რომ ჩახალიანისნაირი სეპარატისტები, ქვეყნის მტრები და მოღალატეები არიან თავისუფლებაზე და ამ დროს ადმაიანები, რომლებმაც ქვეყანა აშენეს, პატრიოტები, ბაჩო ახალაია, ვანო მერაბიშვილი, გიგი უგულავა თქვენი დამსახურებით არიან ციხეში. მჯერა, მალე იქნება დღე, საქართველო იქნება გაერთიანებული, ჩემს აფხაზ და ოს ძმებთან ერთად და ისიც მჯერა, რომ  აზერბაიჯანი მალე იქნება გაერთიანებული, ყარაბახი როგორც იყო, აზერბაიჯანის ტერიტორია იქნება, მაგრამ ეს იქნება რუსული ტანკების და ჩახალიანებისნაირი სეპარატისტების გარეშე. ჩვენ ყველა ერთი ქვეყნის შვილები ვარ, მე აზერ სულეიმანოვი, როგორც აზერბაიჯანელი ვარ, ისე ქართველი ვარ და საქართველო არის ჩემი სამშობლო.

პრეზიდენტს და თქვენ პარლამენტის თავმჯდომარეს  გთხოვთ ამ სეპარატისტულ განცხადებებს ყურადღება მიაქციოთ და დროული რეაგირება მოახდინოთ”-განაცხადა აზერ სულეიმანოვმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.

დავით უსუფაშვილის თქმით, ის  “აზერბაიჯანელი ხალხის პატივისცემის გამო არ გამოეხმაურა მის და მისი გუნდის მიმართ გაკეთებულ კომენტარებს და მოსაზრებებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი