ახალი ამბები

ებრაელი ბიზნესმენების საქმე დასასრულს მიუახლოვდა

24 მარტი, 2011 • • 1480
ებრაელი ბიზნესმენების საქმე დასასრულს მიუახლოვდა

ებრაელი ბიზნესმენების – რონი ფუქსი და ზეევ ფრენკელის ქართველი იურისტის, არჩილ კბილაშვილის მტკიცებით, საქართველოს ხელისუფლებამ ბიზნესმენების მოტყუებით, მახეში გასაბმელად, სპეცოპერაცია მათ დაკავებამდე რამდენიმე თვით ადრე უკანონოდ დაგეგმა.  ამის შესახებ მან თბილისის საქალაქო სასამართლოში გუშინ, შემაჯამებელი სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. სასამართლო სხდომა 7 საათს გაგრძელდა. პროცეს ბრალდებულების გარდა ესწრებოდნენ თარჯიმნები, ჟურნალისტები. ებრაელი სასულიერო პირები და ისრაელის საელჩოს წარმომადგენლები. საქმეს მოსამართლე ვაჟა ფუხაშვილი განიხილავს.

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ რონი ფუქსი და ზეევ ფრენკელი 2010 წლის 14 ოქტომბერს ხელისუფლების წარმოამდგენლისთვის ქრთამის შეთავაზების ბრალდებით დააკავა, კიდევ ერთი ბიზნესმენი, იოანის კარდასოპულოსი კი იძებნება. ბიზნესმენები თავს უდანაშაულოდ და პროვოკაციის მსხვერპლად მიიჩნევენ. მათი საქმის განხილვა საქალაქო სასამართლოში უკვე დასასრულს უახლოვდება, 21 მარტს უკვე გაიმართა ბრალდების მხარის შემაჯამებელი სიტყვის მოსმენა, დაცვის მხარე კი საკუთარ შემაჯამებელ სიტყვას 26 მარტს დაასრულებს. ამის შემდეგ თბილისის საქალაქო სასამართლო განაჩენს გამოიტანს.

კომპანია „ტრამექსი“ საქართველოში ბიზნესის საწარმოებლად 1992 წელს შემოვიდა. მისმა დამფუძნებლებმა, ბიზნესმენებმა – რონი ფუქსმა და იონას კარდასოპულოსმა 1992 წელს სახელმწიფო საწარმო „საქნავთობთან“ ერთად კომპანია „ჯი-თი-აი“ შექმნეს. ამ კომპანიამ კი საქართველოს ტერიტორიაზე ნავთობის მოპოვების, გადამუშავების და ტრანზიტის ექსკლუზიური უფლება მიიღო. 1993 წელს კი კომპანია „ტრამექსს“ 30 წლიანი ექსპლუატაციის უფლებით საქართველოს ყველა ნავთობსადენი გადაეცა. 1996 წელს მათ ეს უფლება ედუარდ შევარდნაძის ხელისუფლებამ ჩამოართვა და ქვეყნიდან გააძევა. ბიზნესმენებმა კომპენსაციის მიღება ახალი პრეზიდენტის – მიხეილ სააკაშილის არჩევის შემდეგ უშედეგოდ სცადეს, რის შემდეგაც საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოს მკიმართეს.  2010 წლის თებერვალში კი საარბიტრაჟო სასამართლოს – „საინვესტიციო დავების მოგვარების საერთაშორისო ცენტრმა“ საქართველოს ხელისუფლებას ბიზნესმენებისთვის 98 მილიონი აშშ დოლარის გადახდა დააკისრა. საქართველოს პროკურატურის მტკიცებით, ბიზნესმენებტან ტანხის გადახდის გრაფიკის და სხვა პირობებზე მოლაპარაკება ფინანსთა მინისტრის მოადგილეს – ავთანდილ ხარაიძეს დაევალა. მოლაპარაკებისას კი, იმ მიზნით, რომ საარბიტრაჟო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება საქართბელოს ხელისუფლებას არ გაეპროტესტებინა,  ებრაელმა ბიზნესმენებმა საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილეს, ავთანილ ხარაიძეს ქრთამის სახით ჯერ 5, შემდეგ კი 7 მილიონი აშშ დოლარი შესთავაზეს. პროკურატურის ამ ვერსიას კატეგორიულად არ ეთანხმებიან დაკავებული ბიზნესმენები. მათ ბრალი სსკ-ის 339-ე მხულის მესამე ნაწილის მიხედვით ედებათ, რაც ქრთამის შეთავაზებას გულსიხმობს.

ფუქსისა და ფრენკელის ქართველი ადვოკატი, არჩილ კბილაშვილი, გუშინ, 24 მარტს  7 საათის განამვლობაში კითხულობდა შემაჯამებელ სიტყვას. მისი თქმით, საქართველოს პროკურატურამ მასალები ბიზნესმენების შესახებ უკანონოდ მოიპოვა. არადა, საგამოძიებო ორგანოს იმ მდროს მოქმედი სისხლის სამართლსი საპროცესო კოდექსის შესაბამისად(მუხლები 10, 18, 58) ყველა საპროცესო გადაწყვეტილება უტყუარ მტკიცებულებებზე დაყრდნობით უნდა მიეღო.

გამოძიების ოფიციალური ვერსიით, ბიზნესმენების საქმეზე გამოძიება ოფიციალურად 2010 წლის 2 სექტემბერს დაიწყო. ბიზნესმენების ინტერესების დამცველს მიაჩნია, რომ გამოძიება გაცილებით ადრე, აგვისტოს თვეში დაიგეგმა, 2 სექტემბერს კი მხოლოდ ოფიციალურად გაფორმდა, რაც უკანონობაა. ამის ახსნა იურისტმა კონკრეტული ფატქებით სცადა. საქმეში არსებული ოფიციალური მასალების მიხედვით, ფინასთა მინისტრის მოადგილემ, ავთანდილ ხარაიძემ 2010 წლის 2 სექტემბერს საქართველოს მთავარ პროკურატურას თანამშრომლობის სურვილით მიმართა. ხარაიძემ პროკურატურას განუცხადა, რომ 1 სექტემბერს ზეევ ფრენკელმა, მოლაპარაკების მიზნით გამართული შეხვედრისას, ქრთამი – 5 მილიონი აშშ დოლარი შესთავაზა. ხარაიძის დაკითხვა 2 სექტემბერს დილის 11:45 საათზე დასრულდა, რომლის შემდეგაც შეიქმნა 14 კაციანი საგამოძიებო ჯგუფი. ამ ჯგუფს ქრთამის შეთავაზების ფაქტის გამოძიება დაევალა. იმავე დღესვე, პროკურორმა მანუჩარ ქაჯაიამ სასამართლოს მიმართა ორი შუამდგომლობით – ერთი ეხებოდა სატელეფონო მოსმენა-ჩაწერის უფლებას, მეორე კი შეხვედრების ფარულ აუდიო-ვიდეო აღბეჭდვას. მოსამართლემ აღნიშნული შუამდგომლობა 2 სეტემბერსვე დააკმაყოფილა. პროკურატურამ აღნიშნული ბრძანება განსახორციელებლად დაუყონებლივ გადასცა შსს-ს ოპერატიულ დეპარტამენტს. ზეევ ფრენკელის სატელეფონო საუბარი კი პირველად იმავე დღეს, 2 სექტემბერს, 16:47 საათზე ჩაიწერეს.

2 სექტემებრს სამართალდამცველების ქმედებები ამით არ ამოწურულა. ამ დღეს მათ საქართველოს ფინასთა სამინსიტროში დაამონტაჟეს ფარული ვიდეოჩამწერი აპარატურა. მოგვიანებით, პროკურატურაში დაიბარეს ვინმე ნიკოლოზ გონგლაშვილი, რომელსაც მინისტრის მოადგილე ხარაიძისთვის უნდა აეხსნა ოფშორული ზონის არსი, თუ რა არის ეს და როგორ ხდება იქ თანხის ბრუნვა.

ფრენკელისა და ფუქსის იურისტის ამბობს, რომ წინასწარ, რამდენიმედღიანი დაგეგმვის გარეშე სამართალდამცავებს ამდენი მოქმედების ერთ დღეში, ასე მოკლე დროში დაგეგმვა ლოგიკურად არ შეეძლოთ. მისი აზრით, ეს მოქმედებები ყოველგვარი კანონიერი საშუალებების გვერდის ავლით ჯერ კიდევ აგვისტოს დასაწყისში დაიგეგმა.

დაცვის მხარე ასევე ამბობს, რომ 1 სექტემბერს ქართული მხარისთვის უკან დასაბრუნებელ 5 მილიონზე საუბარი ხარაიძემ წამოიწყო და ინიციატივაც მისგან მოდიოდა, თუმცა 1 სექტემბრის გარდა, ყველა შეხვედრა ფირზეა ჩაწერილია.

ფრენკელის და ფუქსის ადვოკატი გამოძიების წინასწარი, უკანონო გეგმის არსებობის დადასტურებას შემდეგი არგუმენტებით ცდილობს:

2 სექტემბერს ხარაიძის განცხადება თანამშრომლობის შესახებ პროკურატურამ უკანონოდ მიიღო, მას წესისამებრ არ გაუვლია კანცელარია და ეს დოკუმენტი არსად დაფიქსირებული არ არის. გარდა ამისა, ავთანდილ ხარაიძემ გამომძიებლებს განიცხადა, რომ მან აგვისტოს დასაწყისში ფინანსთა მინისტრის მოადგილედ დაიწყო მუშაობა, თუმცა ამის დამადასტურებელი დოკუმენტი არც წარუდგენია და პროკურატურას არც მოუთხოვია, რაც კანონდარრვევაა. გარდა ამისა, ხარაიძის თქმით, მან 2011 წლის ივლისში ფინასთა სამინისტროს ბიუროს მრჩევლად დაიწყო მუშაობა, თუმცა ზუსტი თარიღი ვერ გაიხსენა. კბილაშვილს ეს გარემოება არალოგიკურად მიაჩნია, რადგან ხარაიძემ სასამართლოზე თქვა, რომ ეს მისი პირველი საჯარო სამსახური იყო. ფუქსის ადვოკატის მტკიცებით, კი ავთანდილ ხარაიძე ოპერატიული თანამშრომელი იყო, რომელიც სპეციალური ოპერაციის შესასრულებლად შეუშვეს ფინასთა სამინისტროში და მას იქ არასდროს უმუშავია. ხარაიძისვე თქმით, მას ბიზნესმენებთან მოლოპარაკება 2010 წლის აგვისტოს დასაწყისში ფინასთა მინსტრმა კახა ბაინდურაშვილმა დაავალა, თუმცა ამის დამადასტურებელი დოკუმენტი არ არსებობს და სასამართლოს ამის დასადგენად არც ბაინდურაშვილი დაუკითხავს. თუმცა, ამის შესახებ შუამდგომლობა არსებობდა.

ბრალდებულთა ადვოკატი ამბობს, რომ ხარაიძე ამ შემთვევაში ან იტყუება, ან ფინასთა მინისტრი გამოდის დამნაშავე, რადგან კანონის მიხედვით მსგავსი ბრძანებები ზეპირ ხასიათს არ უნდა ატარებდეს, მინისტრმა ასეთი რამ ქვემდგომს მხოლოდ წერილობით უნდა დაავალოს.

არჩილ კბილაშვილი საქმეში არსებულ სხვა შეუსაბამობებზეც საუბრობს, კერძოდ, პროკურატურამ  2010 წლის 14 ოქტომბერს მტკიცებულებების უტყუარობის გადამიწმების გარეშე სექმნა საბრალდებო დასკვნა, რის საფუძველზეც ბიზნესმენები დააკვეს.

გამოძიებამ მხოლოდ მხოლოდ 2010 წლსი 1 ნოემბერს მიიღო დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება ხარაიძის თანამდებობა(ფინასთა მინისტრის მოადგილე), ასევე 3 ნოემბერს მიიღეს ოფიციალური დოკუმენტი საარბიტაჟო სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ(ბიზნესმენებისთვის 98 მილიონის გადაცემა). გამოძიებას ასევე არ დაუდგენია ტრიბუნალის გადაწყვეტილება გასაჩივრებული ჰქონდა თუ არა საქართველოს ხელისუფლებას, ასევე არ დაუდგენია მართლა დაავალა თუ არა მინისტრმა ზარაიძეს მოლაპარაკების წარმოება. გამოძიებას საბრალდებო დასკვნის მომზადებამდე ასევე არ ჰქონდა დადგენილი  ზეევ ფრენკელის ვინაობა, ფრენკელის კავშირი რონი ფუქსთან, მართლა შეხვდა თუ არა ფრენკელი ხარაიძეს ფინანსთა სამინსიტროში, რომლის დადგენაც უბრალოდ დაშვებული საშვის მოძიებით იქნებოდა შესაძლებელი. ასევე არ იყო დადგენილი ფინანსთა სამინისტროს უფლებამოსილება მსგავსი მოლაპარაკების შესახებ.

დაკავებულთა ადვოკატის თქმით, ეს მოქმედებები საქართველოს მთავარმა პროკურატურამ საბრალდებო დასკვნის მომზადებამდე არ განახორციელა, რაც იმ მდროს მოქმედი სისხლის სამართლსი საპროცესო კოდექსის დარღვევაა(მუხლები 10, 18, 58).

არჩილ კბილაშილი ამბობს, რომ საქართველოს პრეზიდენტი 2008 წლის 7 ნოემბრის ბრძანების შესაბამისად, საქართველოს სახელმწიფოს საერთაშორისო საარბიტრაჟო დავებში, სასამართლოებში და სხვა საკითხებთან დაკავშირებით საქართველოს იუსტიციის სამინისტრო წარმოადგენს. შესაბამისად, ფინანსტა სამინისტროს ებრაელ ბიზნესმენებთან მოლაპარაკების გამართვის კომპეტენცია არ ჰქონდა.

კბილაშვილის თქმით, არალოგიკურია, ფინასთა მინისტრს აგვისტოს ავთანდილ ხარაიძისთვის ებრაელ ბიზნესმენებთან თანხის გადაცემაზე მოლაპარაკება დაევალებინა, რადგან 2010 წლის 5 აგვისტოს ფუქსსა და კარდასოპულოსს იუსტიციის სამინსიტრომ 26.5 მილიონი აშს დოლარი შესთავაზა და ამ შეთავაზების დოკუმენტი დაცვის მხარეს გააჩნია.

„ – ერთი სახელმწიფოს ორ სხვადასხვა უწყებას მოლაპარაკება ერთდროულად რატომ უნდა ეწარმოებინა ერთ საქმეზე, თან, ერთმანეთისგან დამოუკიდებლად?“-იკითხა პროცესზე კბილაშილმა.

ადვოკატის თქმით, ყველა ეს გარემოება მიუთითებს, რომ საქართველოს საგამოძიებო სტრუქტურებმა რონი ფუქსს და ზეევ ფრენკელს მახე დაუგეს, მოახდიენს დანაშაულის პროვოცირება(რაც ასევე დანაშაულია), გამოიყენეს გამოძიებისას აკრალაული მეთოდები.

დაცვის მხარეს მიაჩნია, რომ სასამართლომ უკანონოდ მოპოვებული მტკიცებულებები არ უნდა გაითვალისწინოს და ბიზნესმენები გაანთავისუფლოს.

ფუქსის და ფრენკელის ადვოკატი ევროპის ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლოს პრაქტიკიდან გამომდინარე ამბობს, რომ გამოძიებისას არ უნდა გამოეყენებინათ ტყუილი, ხარაიძე კი ბიზნესმენებს სულ ატყუებდა. მან ისინი დააჯეროა, რომ მისი თითოეული სიტყვა პრემიერ-მინისტრ ნიკა გილაურის პოზიციას გამოხატავდა.

ამის დასტურად ადვოკატმა ფარული ჩანაწერიდან ხარიაძის ციტატები მოიყვანა:

„პრემიერთან საინვესტიციო თემებზე საუბარი შემიძლია..“

„დღეს პრემიერისგან გავიგე…“

„პრემიერმა მითხრა…“

„მინდა პირდაპირ გითხრა, რომ ვერც იუსტიციის სამინისტროს, ვერც პროკურატურას და ვერც ადვოკატებს არ შეუძლიათ ამ სამქის გაკეთება იმიტომ, რომ პრემიერმა დამავალა მე ეს“

გარდა ამისა, ავთანდილ ხარაიძემ ბიზნესმენებს სტამბულში შეხვედრისას პრემიერ-მინისტრის სახელით გამოგზავნილი მოსაწვევი გადასცა, რომლის შემდეგაც ისინი საქართველოში ჩამოვიდნენ და დააკავეს კიდეც.

ნება მიბოძეთ ოფიციალურად მოგიწვიოთ თქვენ ბათუმში 2010 წლის 14 ოქტომბერს, რათა დავასრულოთ მორიგება და ხელი მოვაწეროთ მას.

პატივისცემით, ნიკა გილაური“– ასე წერია ფუქსისა და კარდასოპულოსისადმი გაგზავნილ წერილში, რომელსაც გილაურის ხელმოწერა ახლავს თან.

 

პროცესზე ფუქსმა თქვა, რომ საგამოძიებო სქემაში ხელიუფლების ასეთი მაღალი დონის წარმომადგენლები „სხვა არცერთ ქვეყანაში არ მონაწილეობენ“, რაზეც ერთ-ერთმა ქართველმა პროკურორმა იკითხა:

-რომელ ქვეყანას გულისხმობთ?

-რომელს და გვატემალას – იყო ფუქსის პასუხი.

კბილაშვილს გამოძიებისთვის ასევე დაუშვებლად მიაჩნია „მოსყიდვა“. კერძოდ, ადვოკატის თქმით, ხარაიძემ ფრენკელს 700 ათასი აშშ დოლარი შესთავაზა, რათა მას რონი ფუქსი დაერწმუნებინა ქართული მხარისთვის 5 მილიონის გადახდაზე სხვა თანხის სანაცვლოდ. ფრენკელმა ეს თანხა საკუთარი საბროკერო საქმიანობის გასამრჯელოდ აღიქვა, ხარაიძემ კი – მოსყიდვად.

გამოძიებისას ასევე გამოყენეს აკრძალაული ეთოდი -ალკოჰოლი. ადვოკატის თქმით, ეს იმიტომ გამოიყენეს, რომ ბიზნესმენებს თავი უფრო თავისუფლად, მოშვებულად და  ლარად ეგრძნოთ, რათა უფრო ადვილად მოეხდინათ მათი პროვოცირება

არჩილ კბილაშვილი ასევე ამბობს, რომ  გამოძიების აგენტი(ამ შემთვევაში ხარაიძე) წესით არ უნდა  იყოს აქტიური, ის მხოლოდ დამკვირვებლის სტატუსით უნდა მოქმედებდეს და პრისი მიერ დანაშაულის პროვოცირება არ უნდა მოახდინოს.

იურისტის თქმით კი, ფარული ჩანაწერები საპირისპიროს ამტკიცებს. ცანაწერის მიხედვით ავტანდილ ხარაიძე ფრენკელს ეუბნება:

„მე მინდა სრული პასუხი მივცე პრემიერს, შენი სქემა თქვი“. კბილაშილის აზრით, ხარაიძე ცდილობს ფრენკელს ათქმევინოს 5 მილიონის ხელისუფლებისთვის დაბრუნების გეგმა, რასაც შემდეგ „კორუფციული სქემა“ დაერქმევა. აკრძალულ მეთოდებს შორის ხარაიძემ ასევე გამოყენა „პროსტიტუცია“. მან ფრენკელს ამით სარგებლობა შესთავაზა. იურისტის აზრით, გამოძიებისას ესეც დაუშვებელია.

დაკავებულთა ადვოკატი გუშინ გამართულ სასამართლო პროცესზე ასევე ამტკიცებდა, 5, შემდეგ კი 7 მილიონის გადაცემას, ბიზნესმენები საქართველოს ხელისუფლებისთვის უკან დასაბრუნებელ ინვესტიციად აღიქვამდნენ და არა-ქრთამად. საქმის ლეგალურობა კი ეჭქვეშ არ დაუყენებიათ, ვინაიდან ამ საქმეში მაღალჩინოსნები, მათ შორის პრემიერ მინისტრიც იყო ჩართული(ამაში ისინი სწორედ ავთანდილ ხარაიძემ დაარწმუნა).

არჩილ კბილაშილმა აბსურდული უწოდა საბრალდებო დასკვნას, რომლის მიხედვითაც ფუქსი, ფრენეკელი და კარდასოპულოსი დანაშაულებრივ ჯგუფს წარმოადგენდნენ.

დაკავებუკლთა ადვოკატის თქმით, ებრაელი ბზინესმენები ქართველ მარალჩინოსნებს საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილების არ გასაჩივრების სანაცვლოდ 2010 წლის პირველ სექტემბერს ქრთამს ვერ შესთავაზებდნენ, რადგან, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს 2010 წლის 30 ივნიისს ეს გადაწყვეტილება უკვე გასაჩივრებული ჰქონდა.

დაცვის მხარის ახრით, კი ქართველმა სამართალდამცველებმა დანაშაულის პროვოცირებისა და ბიზნესმენების დაჭერის მიზნით 2010 წლის აგვსიტოს დასაწყისში წამოიწყეს სპეცოპერაცია. ამას მოწმობს ფრენეკელისა და ხარაიძის შეხვედრები, რომელიც 2010 წლის აგვისტოში თავად ხარაიძის ინიციატივით დაიწყო.

დაცვის მხარის შემაჯამებელის სიტყვის მოსმენა პარასკევს, 26 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლოში გაგრძელდება.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი