ახალი ამბები

ანონსი: 16 თებერვალი

15 თებერვალი, 2016 • 1206
ანონსი: 16 თებერვალი

10:00 დუშეთში, კულტურის სახლში კულტურის სტრატეგიის დოკუმენტის სამუშაო ვერსიის მორიგი საჯარო პრეზენტაცია მოეწყობა.

10:30 საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსის, დავით მაღრაძის შეხვედრა ბუნდესტაგის საერთაშორისო საპარლამენტო სტიპენდიატებთან და პარლამენტის სტაჟიორებთან

თბილისი, ბრიფინგების დარბაზი

11:00 ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა

თბილისი, ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი

11:00 “პირველ პრესკლუბში” აბანოთუბნის ექვსივე აბანოს ხელმძღვანელი პრესკონფერენციას გამართავს. თემა: აბანოთუბანი შესაძლოა აბანოების გარეშე დარჩეს. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული

11:00 მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამის ბიზნეს იდეების წარმოდგენის მეორე რაუნდის ფარგლებში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება კახეთში,. ახმეტაში,  გამგეობის შენობის დარბაზში (ჩოლოყაშვილის №49), ხოლო 16.00 საათზე, ლაგოდეხში,  გამგეობისმცირე დარბაზში (26 მაისის . №25) 

11:30 “პირველ პრესკლუბში” “თავისუფალი დემოკრატების” წევრი ვიქტორ დოლიძე ბრიფინგს გამართავს. თემები: საარჩევნო კოდექსი, ვენეციის კომისიის წარმომადგენლის განცხადება, საქართველოსა და ირანს შორის უვიზო მიმოსვლა, ჯაჭვლიანის რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფასთან დაკავშირებული კანონპროექტის უკან გამოთხოვნა, სხვა მიმდიანრე საკითხები. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული

11:00 სასტუმრო „რუმსი თბილისში“ „მუნიციპალური მყარი ნარჩენების რეციკლირებისა და დამუშავების“ საკითხებთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართება. შეხვედრას დაესწრებიან: საქართველოს რეგიონული განვითარებისა და  ინფრასტრუქტურისა და  გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, ევროკავშირის , გერმანიის განვითარების ბანკის (KfW) ,  EBRD-ის , SIDA-ს  , USAID-ის წარმომადგენლები.

11:00 შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო პრესკონფერენციას გამართავს. თემა: C ჰეპატიტის სამკურნალო ახალი მედიკამენტი “ჰარვონი” უკვე საქართველოშია.

მის: წერეთლის 144 – ჯანდაცვის სამინისტრო

11:00 “პირველ პრესკლუბში” აბანოთუბნის ექვსივე აბანოს ხელმძღვანელი პრესკონფერენციას გამართავს. თემა: აბანოთუბანი შესაძლოა აბანოების გარეშე დარჩეს. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული.

11:00  თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარე ლია ჯახველაძე ბრიფინგს გამართავს.

თემა:  დედაქალაქის მასშტაბით გეოგრაფიული ობიექტების აღმნიშვნელიაბრების დიზაინის შესარჩევი კონკურსი.

11:00 ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ცენტრალურ ოფისში ზურაბ მელიქიშვილის პრესკონფერენცია გაიმართება

11:30 “პირველ პრესკლუბში” “თავისუფალი დემოკრატების” წევრი ვიქტორ დოლიძე ბრიფინგს გამართავს. თემები: საარჩევნო კოდექსი, ვენეციის კომისიის წარმომადგენლის განცხადება, საქართველოსა და ირანს შორის უვიზო მიმოსვლა, ჯაჭვლიანის რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფასთან დაკავშირებული კანონპროექტის უკან გამოთხოვნა, სხვა მიმდიანრე საკითხები. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”

11:30 დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძე პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს და ე.წ. ღორის გრიპთან და სეზონურ ინფექციებთან დაკავშირებით არსებულ ვითარებას შეაჯამებს. მისამართი:  ნუცუბიძის ქუჩა #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2.

12:00 საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსის, თამარ ყოლბაიას შეხვედრა ბუნდესტაგის საერთაშორისო საპარლამენტო სტიპენდიატებთან და პარლამენტის სტაჟიორებთან

თბილისი, ბრიფინგების დარბაზი

12:00 განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის სხდომა

თბილისი, კომიტეტის სათათბირო ოთახი N238

12:00 ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომა

თბილისი, კომიტეტის სათათბირო ოთახი

12:00 იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა

თბილისი, კომიტეტის სათათბირო ოთახი N312

12:00 სახელმწიფო მინისტრის მოადგილე სანდრო ბრეგაძე პორტალ „კვირას“ პრესკლუბში საგანგებო პრესკონფერენციას გამართავს.  თემა:  ერთსქესიანთა ქორწინების წინააღმდეგ საკონსტიტუციო შესწორება დამიმართვა საქართველოს პარლამენტს. მისამართი:  ნუცუბიძის ქუჩა #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2.

12:30 პრაიმტაიმის პრესკლუბში ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენლები პრესკონფერენციას გამართავენ მძიმედ დაავადებულ მსჯავრდებულთა პრობლემების შესახებ

14:00 რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომა

თბილისი,პირველი რესპუბლიკის სახელობის დარბაზი

15:00 ილიაუნის თეატრში გაიმართება თანამედროვე ქართული თეატრის კვლევის ცენტრის მიერ განხორციელებული კვლევის „ქართული თეატრი 2015 წელს“ პრეზენტაცია და საუკეთესო ხუთეულების გამოვლენა 9 ნომინაციაში.

15:00 საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა

თბილისი, კომიტეტის სათათბირო ოთახი N516

16:00 დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკისა და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტების გაერთიანებული სხდომა

თბილისი, კომიტეტის სათათბირო ოთახი N616

16:00 მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ სადახლოში რიგით ოცდამეათე საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნება.

18.30 საქართველოს მწერალთა სახლში პოეტ რატი ამაღლობელთან შეხვედრა გაიმართება.
19:00 ფოტოგალერეა   Black & White Gallery-ში (იაკობ გოგებაშვილის 46ბ) გაიმართება დოკუმენტური ფოტოგრაფიის ქართული სააგენტოს KONTAKTPHOTOS-სა და ვებსაიტის kontaktphotos.com-ის  პრეზენტაცია დ ფოტოგამოფენა. ფოტოგამოფენაში მონაწილეობენ ფოტოგრაფები: ნათელა გრიგალაშვილი, ანდრო ერაძე, ვახო ხეთაგური, გიორგი შენგელია, ბესო უზნაძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი