თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის ინფორმაციით, ლაგუნა ვერეს მიმდებარე ტერიტორიაზე ჭადრის 10 ხე გზის გაფაროების გამო უნდა მოჭრან.

ეკოლოგიის სამსახურის ცნობით, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კეთილმოწყობის სამსამსახური გეგმავს ლაგუნა-ვერეს მიმდებარედ არსებული გზის გაფართოებას, რადგან საცობები აღნიშნულ ტერიტორიაზე, განსაკუთრებით პიკის საათებში საკმაოდ აქტუალური პრობლემაა, რაც დისკომფორტს უქმნის, სამოქალაქო და სასწრაფო დახმარებისა და სახანძრო-სამაშველო ბრიგადების ტრანსპორტის დროულ გადაადგილებას.

სამსახურის ცნობით, პიკი საათებში საცობებისას წარმოქმნილი ტრანსპორტის გამონაბოლქვი კიდევ უფრო აბინძურებს ჰაერს და ეკოლოგიურ მდგომარეობას.

ეკოლოგიის სამსახური აცხადებს, რომ პრობლემის მოსაგვარებლად იგეგმება ლაგუნა-ვერეს მიმდებარედ არსებული გზის გაფართოება, გზა არსებული ტროტუარის ხარჯზე გაგანიერდება, რისთვისაც აუცილებელია ტროტუარზე მდგარი ჭადრის 10 ძირი ხის მოჭრა.

ლაგუნა ვერესთან მოსაჭრელი ხეები
ლაგუნა ვერესთან მოსაჭრელი ხეები

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *