ახალი ამბები

კახა კალაძე ირანს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა

15 თებერვალი, 2016 • 1319
კახა კალაძე ირანს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა

ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე დღეს ოფიციალური ვიზიტით ირანის ისლამურ რესპუბლიკაში გაემგზავრა.

ენერგეტიკის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ქართული და ირანული მხარეები, ამ ეტაპზე სწავლობენ საქართველოში ირანული ბუნებრივი აირის იმპორტის შესაძლებლობას.  

პრესსამსახურის მიერ 15 თებერვალს გავრცელებული პრესრელიზით მიხედვით, ვიცე პრემიერი ირანში ვიზიტის დროს ასევე განიხილავენ სხვადასხვა მნიშვნელოვანი ენერგეტიკული საინვესტიციო პროექტების განხორციელების შესაძლებლობები.

დღეს, 15 თებერვალს, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით  ამოქმედდა უვიზო რეჟიმი ირანის მოქალაქეებისთვის, რომელიც 2013 წლის 1 ივლისიდან შეჩერებული იყო.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი