საქართველოს ანტი-დოპინგური სააგენტოს ხელმძღვანელის, პავლე კასრაძის ინფორმაციით, ექვსმა მოჭიდავემ დოპინგ-ტესტზე უარყოფითი შედეგი აჩვენა. როგორც კასრაძემ ნეტგაზეთს განუცხადა, ამ სპორტსმენებს შორის არიან როგორც თავისუფალი, ასევე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები.

მისი თქმით, დოპინგ-ტესტი სულ 32-მა მოჭიდავემ ჩაიტარა დარჩენილია 4 სპორტსმენი.

გაზეთ “ლელოს” ინფორმაციით ექვსივე სპორტსმენი საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრია.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *