ახალი ამბები | ,

უსუფაშვილი: ახალი მოსამართლეების არჩევა მოწმეთა სასამართლოში დაკითხვისთვისაა საჭირო

12 თებერვალი, 2016 | | 1120
უსუფაშვილი: ახალი მოსამართლეების არჩევა მოწმეთა სასამართლოში დაკითხვისთვისაა საჭირო

პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშილი აცხადებს, რომ ახალი მოსამართლეების შერჩევა მოწმეთა სასამართლოში დაკითხვისთვის არის საჭირო:

“მე მინდა თქვენი ყურადღება გავამახვილო ერთ მნიშვნელოვან ამბავზე, თუ რატომ არის უკიდურესად მნიშვნელოვანი მოსამართლეების ახლა დანიშვნა. იმიტომ, რომ 20 თბერვლიდან ძალაში შედის მოწმის დაკითხვის ახალი სისტემა, როდესაც გამომძიებელმა-პროკურორმა მოწმე ფიზიკურად  უნდა მიიყვანოს მოსამართლესთან და რომ მიიყვანოს, იქ მოსამართლე უნდა დახვდეს,რომელიც დაკითხვის პროცედურას ჩაატარებს. სასამართლოები უკიდურესად გადატვირთულია მიმდინარე საქმეებით, ზოგ მოსამართლეს ასობით საქმე აწევს მხრებზე. პროკურატურა და პოლიცია სათანადო სისტემის გარეშე რომ არ დავტოვოთ, აუცილებელი გახდა იმ ვაკანსიების შევსება, რომელიც სასამართლოში არსებობს. როგორც ვიცი, მოსამართლეების დიდი ნაწილი, თუ ყველა არა, ვის დანიშვნაზეც, თუ არჩევაზეც არის საუბარი, სწორედ ამ სისტემისთვისაა საჭირო. უზენაესი სასამართლოს თამჯდომარემ, იუსტიციის საბჭომ ძალიან დიდი მუშაობა გასწია ამ თვენახევრის განმავლობაში. პარლამენტმა კანონი დეკემბრის ბოლოს მიიღო, ძალაში იანვრის დასაწყისში შევიდა, ხოლო სისტემა 20 თბერვლიდან ამოქმედდება. ამ თვენახევრის განმავლობაში საჭირო იყო შენობის მოძებნა, სადაც დაკითხვები ჩატარდება, ეს შენობა მოძებნილია და აღჭურვა მიმდინარეობს და კიდევ ვიმეორებ, საჭიროა  მოსამართლეები, რომლებსაც სპეციალური ტრენინგი ჩაუტარდებათ და ეს მოსამართლეები ჩვენ გვჭირდება როგორც თბილისში, ისე რეგიონებში. ახლა პროცესის შეჩერება მანამდე, სანამ სხვა რამეს არ მოვიფიქრებთ, თუ როგორ უნდა იმართებოდეს სისტემა, არ იქნება სწორი. ”

მისივე განმარტებით, მთავარი ამოცანააინდივიდუალური მოსამართლე ყველასგან დამოუკიდებელი გახდეს:

“სასამართლო სისტემის რეფორმა მიმდინარე პროცესი არის. მომავალ კვირას განვიხილავთ რეფორმის მესამე ტალღად წოდებულ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს, რომელიც ბევრი მნიშვნელოვანი მიმართულებით წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება. არ მგონია, რომ ეს ტალთა საბოლოო იქნება, სისტემას კიდევ ჭირდება სრულყოფა. ამიტომ, თუ იქნება კონკრეტული წინადადებები იმისთაობაზე, როგორ გავაუმჯობესოთ სასამართლო სისტემის ეფექტურობა, როგორ გავზარდოთ ნდობა, როგორ გავხადოთ ინდივიდუალური მოსამართლე ყველასგან დამოუკიდებელი, ეს არის ამოცანა. ამ ამოცანების შესაბამისი ინიციატივები თუ მოვა პარლამენტამდე, ჩვენ ძალიან დიდი ყურადღებით განვიხილავთ. მანამდე, სასამართლოები მოქმედებენ მოქმედი კანონმდებლობის ჩარჩოებში, არსებობს იუსტიციის საბჭო, რომელიც თავისი საქმის კეთებითაა დაკავებული.”

 

მასალების გადაბეჭდვის წესი