ახალი ამბები

აეროპორტში მუშის დაღუპვის ფაქტზე გამოძიება უსაფრთხოების დარღვების მუხლით დაიწყო

12 თებერვალი, 2016 • 1064
აეროპორტში მუშის დაღუპვის ფაქტზე გამოძიება უსაფრთხოების დარღვების მუხლით დაიწყო

აეროპორტის ასაფრენ-დასაფრები ზოლის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე დასაქმებული მუშის გარდაცვალების ფატზე გამოძიება უსაფრთხოების წესების დარღვევის მუხლით დაიწყო.

ასაფრენ-დასაფრები ზოლის აღდგენაზე მომუშავე კომპანია Black Sea Group აცხადებს, რომ წინასწარი მონაცემებით დასაქმებული უბედური შემთხვევის გამო გარდაიცვალა, ხოლო კომპანია უსაფრთხოების ყველა ზომას იცავდა.

Black Sea Group-იდან “ნეტგაზეთს” განუცხადეს, რომ შემთხვევა გუშინ, 11 თებერვალს, 14 საათზე მოხდა. გარდაცვლილი კაცი 26 წლის იყო.

სისხლის სამართლი კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევა, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი, ისჯება თავისუფლების შეზღუდვით ვადით ხუთ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.

თბილისის საერთაშრიოს აეროპორტში ასაფრენ-დასაფრენი ზოლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. რის გამოც თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 1 მარტიდან რამდენიმე საათით ფრენები არ განხორციელდება. აეროპორტის ცნობით, ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია 4 თვეს გაგრძელდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი