შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის განცხადებით, თბილისში, სუპერმარკეტ სმარტთან ორი ადამიანი მსუბუქად დაჭრეს.
მათივე ცნობით, მომხდარზე გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლით, რაც ხულიგნობას გულისხმობს.
უწყების ინფორმაციით, სხეულის მსუბუქი დაზიანებებით საავადმყოფოში 2 პირია გადაყვანილი. შსს აცხადებს, რომ დაშავებულებს მსუბუქი ჭრილობები აქვთ მიყენებული