ციხისძირში ხეების გადარგვის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეების სასამართლო პროცესი  19 თებრვლამდე გადაიდო.

შემდეგი სხდომა, სასამართლოს ცნობით, 16 საათზე დაიწყება. სხდომის გადადების მიზეზი მტკიცებულებეის შესწავლაა.

პარტიზანული მებაღეობის სამი წევრი და ნაციოანალური მოძრაობის 2 წევრი, რომლებიც ციხისძირში ხეების გადარგვის საწინააღმდეგო აქციას მართავდნენ, პოლიციისთვის წინააღმდეგობის ბრალდებით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის მიხედვით დააკავეს.

ხუთივე დაკავებულის, დღეს, დაახლოებით 16 საათზე გაათავისუფლეს.

ციხისძირში ხეების გარადგვის პროცესი გუშინ, 10 თებერვალს დილიდან შეჩერდა, რადგან ხეების გადარგვის საწინააღმდეგოდ აქციები იმართებოდა.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *