პროკურატურის განცხადებით, სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედების ფაქტზე (2000-2001 წელს მოქმედი რედაქცია) ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს.

ის ერთ-ერთ სკოლაში სპორტული წრის მასწავლებელი იყო და უწყების განცხადებით „დაამყარა სხვაგვარი სექსუალური კონტაქტი მოსწავლესთან“, რომელიც 8-9 წლის იყო.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2000-2001 წლებში თბილისში მდებარე ერთ-ერთ სკოლაში ბრალდებულმა, რომელიც იყო სპორტული წრის მასწავლებელი, არაერთხელ დაამყარა სხვაგვარი სექსუალური კონტაქტი მოსწავლესთან – იმ დროს 8-9 წლის ასაკის მქონე არასრულწლოვანთან“, – წერია განცხადებაში.

უწყების განცხადებით, ბრალდებულს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ე” და მე-4 ნაწილით (სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედება, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით იმის მიმართ, ვისაც არ შესრულებია თოთხმეტი წელი) , რაც სასჯელის სახედ 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ამბობს, რომ ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავენ.

იხილეთ ასევე: