გთავაზობთ 11 თბერვალს დაგეგმილი ღონისძიებების ანონსს.
11:00 საათზე, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ გამართავს, კვლევის – „საჯარო მოხელის შეფასების სისტემა – ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები და საქართველო“ პრეზენტაციას.
მისამართი: სასტუმრო ქორთიად მარიოტი, თავისუფლების მოედანი #4
11:30 საათზე პრაიმტაიმის პრესკლუბში ჟურნალისტი ეკა მიშველაძე საზოგადოებრივი მაუწყებლიდან გათავისუფლების შესახებ განცხადებას გააკეთებს.
12:00 საათზე პრაიმტაიმის პრესკლუბში ორგანიზაცია ,,ადვოკატთა ობსერვატორიის” თავმჯდომარე გრიგოლ გაგნიძე პრესკონფერენციას გამართავს. თემა: საკრებულოს იურიდიული კომისიის თავმჯდომარის თ.კობახიძის მიერ პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტი ხმაურის რეგულირებასთან დაკავშირებით.
15:00 საათზე პრაიმტაიმის პრესკლუბში უკრაინელი დებუტატები ვიტალი კუპრი, იაროსლავ გრიშინი პრესკონფერენციას გამართავენ. თემა: საქართველოს ყოფილი ჩინოვნიკები უკრაინაში, რეფორმატორები თუ პოპულისტები.