ახალი ამბები

სტოლტენბერგი: სანამ საქართველო ნატოში გაწევრიანებას შეძლებს, უნდა იყოს კონსენსუსი MAP-ზე

9 თებერვალი, 2016 • 1196
სტოლტენბერგი: სანამ საქართველო ნატოში გაწევრიანებას შეძლებს, უნდა იყოს კონსენსუსი MAP-ზე

“საქართველოს აქვს ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი, რომელიც სჭირდება იმისათვის, რომ საკუთარი თავი წევრობისათვის მოამზადოს”, – ეს განცხადება დღეს, 9 თებერვალს გამართულ პრესკონფერენციაზე ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა გააკეთა. მას ტელეკომპანია “მაესტროს” ჟურნალისტმა დაუსვა შეკითხვა, შესაძლებელია თუ არა ნატოში საქართველოს გაწევრიანება წევრობის სამოქმედო გეგმის, იმავე MAP-ის გარეშე.

 

“თქვენ გაქვთ ყოველწლიური ეროვნული პროგრამა, თქვენ გაქვთ ნატო-საქართველოს კომისია და თქვენ გაქვთ არსებითი პაკეტი. ჩვენ წინ მივდივართ და ვახორციელებთ სხვადასხვა ელემენტის დიფერენციაციას. ყველა ეს პრაქტიკული ინსტრუმენტი გამოიყენება ყოველდღიურად, რათა საქართველო წევრობისთვის მომზადდეს. თქვენ ნატოს უახლოვდებით.

 

MAP არის პოლიტიკური სტატუსი, რომელსაც მოკავშირეები ანიჭებენ კონსენსუსის საფუძველზე. ამიტომ, სანამ საქართველო ნატოში გაწევრიანდება, უნდა იყოს კონსენსუსი მაპის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით”, – განაცხადა სტოლტენბერგმა და დასძინა, რომ საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს მიესალმება.

მასალების გადაბეჭდვის წესი