ახალი ამბები

ბაია გადაბაძე: თუ გაჩეჩილაძე სხვის შენობაში შევა ტელევიზიის სამართავად, ეს იქნება უკანონო

5 თებერვალი, 2016 • 1286
ბაია გადაბაძე: თუ გაჩეჩილაძე სხვის შენობაში შევა ტელევიზიის სამართავად, ეს იქნება უკანონო

ტელეკომპანია “მაესტროს” გენერალური დირექტორი ბაია გადაბაძე აცხადებს, რომ გაჩეჩილაძეს “მაესტროს” შენობაში შესვლა უკანონო იქნება, რადგან ის სხვა ეკუთვნის.

“მათი მხრიდან არის გაცხადებული ირაკლი რუხაძე, ეჭვი მაქვს, რომ რაღაცა კონკრეტული გავლენის მოპოვების მცდელობას ვუკავშირებ. ეს გავლენები შეიძლება იყოს პოლიტიკური იმიტომ, რომ არჩვენების წელია. თუ ის სტუმრად მოვა გადაცემაში, ან ჩემთან სალაპარაკოდ, ბუნებრივია, მას შემოუშვებენ, მაგრამ თუ ის შემოვა სხვის შენობაში ტელევიზიის სამართავად და შენობა მას არ ეკუთვნის, ბუნებრივია, ეს იქნება უკანონო და იმედი მაქვს, რომ ამაზე არ წავა ლევანი”, – განაცხადა ბაია გადაბაძემ.

1 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ ტელეკომპანია მაესტროს 55%-იანი წილისა და საკონტროლო პაკეტის მფლობელი გიორგი გაჩეჩილაძე გახდა.

4 თებერვალს, მეწილეებმა მაესტროს გენერალურ დირექტორ ბაია გადაბაძეს უფლებამოსილება შეუწყვიტეს. გიორგი გაჩეჩილაძემ განაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს, როგორც მეგობარს, ისე შეხვდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი