წარმოგიდგენთ 5 თებერვალს გასამართ ღონისძიებათა ანონსს:
10:30 საათზე თბილისის მერიის ახალი პროექტის „ახალი ტფილისის“ პრეზენტაცია გაიმართება. მის: დ.აღმაშენებლის N73
10:30 „საქართველოს მწვანეები – დედამიწის მეგობრიბი“-ს ხელმძღვანელი ნინო ჩხობაძე პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. თემა: „ტყის კოდექსი“; ნარჩენების მართვა; მონადირეების მოთხოვნა დაცულ ტერიტორიაზე ნადირობის დაშვებასთან დაკავშირებით. მისამართი: ნუცუბიძის ქუჩა #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა 599726565.
11:00 პარლამენტის ბიუროს სხდომა. ქუთაისი, ბიუროს სხდომათა დარბაზი.
11:00 “პირველ პრესკლუბში” “თავისუფალი თაობის” წევრები: ლადო სადღობელაშვილი და გიორგი მუხიგულაშვილი ბრიფინგს გამართავენ. თემა: “თავისუფალი თაობა” პრემიერს ახალგაზრდებთან შეხვედრის ინიციატივით მიმართავს. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული, საკონტაქტო: ნინო რაზმაძე: 595 03 77 22
11:00 საათზე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე და ათასწლეულისგამოწვევის კორპორაციის ვიცე პრეზიდენტის მოადგილე ფატიმა სუმარი პრეზენტაციას წარმოადგენენ სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ (SDSU) საქართველოში ადრეული რეგისტრაციისა და ახალი საბაკალავრო პროგრამის დაწყებასთან დაკავშირებით.ადგილი: სასტუმრო „რუმსი”. მისამართი: კოსტავას ქ. 14
11:00 საათზე მეტროსადგურ „რუსთაველის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, „გლობალურ ალიანსთან“ ერთად ორგანიზებული, მოქალაქეთა გამოკითხვა-აქცია – „რა გაწუხებთ“ გაიმართება. მის: მეტროსადგურ „რუსთაველის“ მიმდ. ტერიტორია. საკონტაქტო ნომერი: 599 12 00 09
11:30 საათზე, „Prime Time-ის“ პრესკლუბში, „დემოკრატიის ინსტიტუტის“ წარმომადგენლები ლაშა ჩხარტიშვილი და ადვოკატი ალექსანდრეკობაიძე საგანგებო ბრიფინგს გამართავენ. თემა: 2 თებერვალს, პოლიციის განყოფილებაში სამართალდამცავთა მიერ მოქალაქე არტურ ოგანეზოვზე განხორციელებული ჯგუფური ძალადობის ფაქტი. მათი განცხადებით, აღნიშნული პირი გასული წლის აპრილში, ასევე გახლდათ პოლიციის ძალადობის მსხვერპლი და სულ რაღაც ნახევარი წლის წინ, „დემოკრატიის ინსტიტუტის“ აქტიური მონაწილეობით იქნა განთავისუფლებული უკანონო პატიმრობიდან.
11:30 “პირველ პრესკლუბში” „ახალგაზრდული ცენტრის“ ხელმძღვანელი ზურაბ ქადაგიძე ბრიფინგს გამართავს. თემა: ორგანიზაციის მიერ საგადასახადო სისტემაზე მომზადებული კანონპროექტი. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული, საკონტაქტო: ნინო რაზმაძე: 595 03 77 22
11:30 ექსპერტი პოლიტიკურ და ეკონომიკურ საკითხებში დემურ გიორხელიძე პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. თემა: ეროვნული ვალუტა; ეკონომიკური მაჩვენებლები; ეროვნული ბანკი და სხვა მიმდინარე საკითხები. მისამართი: ნუცუბიძის ქუჩა #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა 599726565.
12:00 საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომა. ქუთაისი, პლენარულ სხდომათა დარბაზი.
12:00 “პირველ პრესკლუბში” უფლებადამცველი გრიგოლ გაგნიძე ბრიფინგს გამართავს და საკონსტიტუციო სასამართლოს კონკრეტული საჩივრის არ დაკმაყოფილებისკენ მოუწოდებს. თემა: საჩივარი მამაკაცისა და ქალის ქორწინების გაუქმებაზე, შეფასება საერთაშორისო ნორმებით. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული, საკონტაქტო: ნინო რაზმაძე: 595 03 77 22
12:00 საათზე, სახალხო დამცველი ჟურნალისტების კითხვებს უპასუხებს და ყოველთვიურ საინფორმაციო ბიულეტენს წარადგენს.
15:00 ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, გუგული მაღრაძის შეხვედრა ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებთან. თემა: “ვიზალიბერალიზაცია – გზა ევროპისკენ”, ქუთაისი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი
15:30 საათზე, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა.
16:00 საათზე, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა.
