ახალი ამბები

კვირიკაშვილი: პრეზიდენტის გამოსვლაში ბევრი მნიშვნელოვანი აქცენტი იყო

3 თებერვალი, 2016 • 983
კვირიკაშვილი: პრეზიდენტის გამოსვლაში ბევრი მნიშვნელოვანი აქცენტი იყო

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, პრეზიდენტის მოხსენებაში ბევრი მნიშვნელოვანი აქცენტი იყო:

“ძალიან სასიხარულოა, რომ პრეზიდენტი მიესალმა რეფორმების ოთხპუნქტიან პროგრამას, რომელსაც მთავრობა ახორციელებს. ამ საკითხში აზრთა თანხვედრა ნამდვილად მნიშვნელოვანია. ინსტიტუციური დემოკრატიის მნიშვნელობისთვის საქართველოში ამ კონსტიტუციურ პროცესს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. რა თმა უნდა, ჩვენი ინვესტორებისთვის, საერთაშორისო პარტნიორებისთვის მნიშვნელოვანია საქართველოს სოლიდურად წარმოჩენა.  ეს პროცესი, რაც უფრო ნორმალიზებული იქნება, მით უფრო კარგი იქნება საქართველოს როგორც შიდა,  ისე საერთაშორისო იმიჯისთვის. ”

პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლის შემდეგ პლენარულ სხდომაზე შესვენება გამოაცხადა. სხდომის განახლების შემდეგ სიტყვით ფრაქციების ხელმძღვანელები გამოვლენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი

საქართველოში აპირებდნენ კანონის მიღებას „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ. მსგავსმა კანონმა პუტინის რუსეთში ფაქტობრივად გააქრო კრიტიკული მედია და სამოქალაქო სექტორი.

ამ კანონის მიზანი იყო საქართველოში მოქმედი იმ მედია ორგანიზაციების “გაშავება”, რომლებიც აკრიტიკებენ ხელისუფლებას.