ახალი ამბები

მრგვალი მაგიდა რუსულ-ქართული ურთიერთობების განსახილველად

2 მარტი, 2011 • • 1079
მრგვალი მაგიდა რუსულ-ქართული ურთიერთობების განსახილველად

დღეს სასტუმრო “ამბასადორში” ქართულ-რუსული ურთიერთობების შესახებ მრგვალი მაგიდა იმართება. ღონისძიების ორგანიზატორი ერეკლე მეორის საზოგადოებაა. მრგვალი მაგიდის მთავარი თემაა – “რუსულ-ქართული ურთიერთობები მასმედიაში: რატომ მხოლოდ ნეგატიური?”

მრგვალი მაგიდის ერთ-ერთი მონაწილის, ადა მარშანიას აზრით, რუსულ-ქართულ ურთიერთობებში მედიას განსაკუთრებული როლი უჭირავს. ხშირად სიტუაციის გაუარესებაში ჟურნალისტებს დიდი წვლილი მიუძღვით. ის ფიქრობს, რომ ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი მედიასაშუალებები საზოგადოებაში ანტირუსულ განწყობას უფრო და უფრო აძლიერებენ.

„ურთიერთობების დალაგების უნარი არც რუსულ და არც ქართულ ხელისუფლებას არა აქვს. ეს სწორედ მსგავსი, საზოგადოებრივი ღონისძიებებით უნდა მოხდეს. ხელისუფლებამ თუ არა, საზოგადოებამ მაინც უნდა ისაუბროს ერთმანეთთან“-მიაჩნია ადა მარშანიას. მისივე აზრით, მიუხედავად რუსეთთან არსებული ისტორიული პრობლემებისა, საქართველომ მაინც უნდა შეძლოს მასთან საუბარი და ნორმალური ურთიერთობების დამყარება.

მრგვალი მაგიდის განმავლობაში დაგეგმილია პირდაპირი ჩართვები ღონისძიების მონაწილეებთან: ვიტალი მილონოვი – სანკტ პეტერბურგის საკანონმდებლო კრების დეპუტატი, ედურდ პოპოვი – ფილოსოფიურ მეცნიერებათა დოქტორი, შავი და კასპიის ზღვების ცენტრის ხელმძღვანელი, ვლადიმერ ხომერიკი – პროფესორი, რუსი და ქართველი ხალხის ერთიანობის ფონდის პრეზიდენტი და ა.შ. 

მასალების გადაბეჭდვის წესი