ახალი ამბებისამართალი

ევა გოცირიძის თქმით, მოსამართლეთა ტესტები მისგან არ გაჟონილა

2 თებერვალი, 2016 • 1293
ევა გოცირიძის თქმით, მოსამართლეთა ტესტები მისგან არ გაჟონილა

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის, ევა გოცირიძის განცხადებით, მოსამართლეთა გამოცდის საკითხების გაჟონვის შესახებ ამბობს, მასაც ჰქონდა ეჭვები ამასთან დაკავშრებით.

“რაღაც ეჭვები ჩვენც გაგვიჩნდა და ახლა მიმდინარეობს მოკვლევა. ზოგიერთი პასუხი, როგორც თქვეს, ძალიან ჰგავდა ტესტის ავტორის მიერ შედგენილ სავარაუდო პასუხს”, – განაცხადა გოცირიძემ.

ჟურნალისტის კითხვაზე, უნდა გამორიცხონ თუ არა პირადად მისგან ამ ტესტების გატანა, გოცირიძე აცხადებს, რომ “უნდა გამორიცხოთ აბსოლუტურად”.

თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანმა განცხადება გაავრცელა, რომელშიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდის ტესტის წინასწარი გამჟღავნების ფაქტზე ისაუბრა.

იუსტიციის საბჭოს მდივანმა ლევან მურუსიძემ განაცხადა, რომ იგი ამ საკითხზე მოკლევას დიდი ხანია აწარმოებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი