ახალი ამბებისამართალი

მურუსიძე: მოსამართლეთა გამოცდის გაჟონილ ტესტზე მოკვლევას დიდი ხანია ვაწარმოებ

2 თებერვალი, 2016 • 1367
მურუსიძე: მოსამართლეთა გამოცდის გაჟონილ ტესტზე მოკვლევას დიდი ხანია ვაწარმოებ

მურუსიძე ახვლედიანის განცხადებას ეხმაურება მოსამართლეთა გამოცდის ტესტირების გაჟონვასთან დაკავშრებით და აცხადებს, რომ ამ საქმის შესახებ ინფორმაციას ფლობდა და მოკვლევას აწარმოებდა.

“რეალურად, ამ თემაზე, რომელზეც საბჭო კარგა ხანია მუშაობს და ამასთან დაკავშირებით მე თვითონ ვაწარმოებ მოკვლევას. უბრალოდ, ეტყობა, ამ ინფორმაციამ რაღაცნაირად გაჟონა და რეალურად, ეს განცხადება და კიდევ სხვა თემები, რომელიც გარკვეულ კორუფცოულ რაღაც საკითხებს უკავშირდება, რომელზეც მე უკვე კარგა ხანია ვმუშაობ. მინდოდა, რომ ეს ყველაფერი დასრულებულიყო, აღნიშნული საკითხები, და მერე ყოფილიყო ნათელი,”- ამბობს მურუსიძე ჟურნალისტებთან საუბრისას.

მისივე თქმით, “ვადაზე ადრე გაჟონა” ინფორმაციამ, რომელზეც იუსტიციის საბჭო მუშაობდა.

მურუსიძე მიანიშნებს, რომ მოკვლევა სხვა “სკანდალურ თემებზეც” მიმდინარეობს, თუმცა ამბობს, რომ მათზე მოკვლევის დასრულებამდე არ ისაუბრებს

“კიდევ სხვა ნაბიჯები, გარდა გამოცდის თემებისა, რომელიც არის ძალიან საინტერესო; რა პროცესები მიმდინარეობს სასამართლო კორპუსში და რეალობა რა არის და როგორ არის, ამასთან დაკავშირებით მე ვმუშაობ და უბრალოდ არ მინდოდა, დროზე ადრე მომხდარიყო,”- განაცხადა მურუსიძემ

მურუსიძე ამბობს, რომ ახვლედიანმა ეს განცხადებები იმიტომ გააკეთა, რომ პირადი ინტერესები გააჩნია და ცდილობს “ჯავშნით აღიჭურვოს”.

“ეს არის ისეთი კონფიდენციალური ინფორმაცია, რომელიც ვადაზე ადრე არ იყო საჭირო, რომ ეს გამოტანილიყო გარეთ, სანამ მოკვლევა არ მოხდებოდა”

მისივე თქმით, ეს საკითხი საბჭოს ვერაფერს დააკლებს.

“არ იფიქროთ, რომ ამით რაღაცნაირად ლევან მურუსუძე ან იუსტიციის უმაღლესი საბჭო შეტორტმანდება და რაღაც ისეთი სასწაული მოავლინა, რომლითაც შეილახება საბჭოს უფლებები,”- განაცხადა მან.

მურუსიძის თქმით, ეს ინფორმაცია გასაჯაროვდება მაშინ, “როცა საჭირო იქნება”.

თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანმა განცხადება გაავრცელა, რომელშიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდის ტესტის წინასწარი გამჟღავნების ფაქტზე ისაუბრა.

მასალების გადაბეჭდვის წესი