ახალი ამბები

უსუფაშვილი: საგაზაფხულო სესიას პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენებით დავიწყებთ

1 თებერვალი, 2016 • 1059
უსუფაშვილი: საგაზაფხულო სესიას პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენებით დავიწყებთ

პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის განცხადებით, პარლამენტის საგაზაფხულო სესია პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენებით დაიწყება.

“ჩვენ გვქონდა კონსულტაციები და პრეზიდენტს მოვუსმენთ საგაზაფხულო სესიის პირველ დღეს. პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენებით პარლამენტში მოსვლა უნდა გახდეს ისეთივე ჩვეულებრივი, როგორც ახალი წლის მოსვლა. ამ ყველაფერს უნდა შევხედოთ ინტერესით, საქმიანად და არა სკანდალებით”, – 1 თბერვალს თბილისში, პარლამენტის ყოფილ შენობაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა უსუფაშვილმა.

მისივე განმარტებით, სხდომაზე დასწრების ვალდებულება პარლამენტარებს და პრეზიდენტს აქვთ:

“მთავრობას შეუძლია სურვილის შემთხვევაში დაესწროს სხდომას. პრემიერმა და მინისტრებმა თქვეს, რომ ეს უმნიშვნელო საკითხი არ არის და თუ უფრო მნიშვნელოვანი საკითხი არ გამოჩნდა, სხდომას დაესწრებიან,”- განაცხადა უსუფაშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი