ახალი ამბები

საგარეო უწყება: თურქეთში მოკლულთაგან ერთ-ერთი საქართველოს მოქალაქეა

30 იანვარი, 2016 • 1206
საგარეო უწყება: თურქეთში მოკლულთაგან ერთ-ერთი საქართველოს მოქალაქეა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ, რომ თურქეთში მოკლული სამი ადამიანიდან ერთი-ერთი ქალი საქართველოს მოქალაქეა. თურქული მედიით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გარდაცვლილია კიდევ ერთი ქალი და ახალგაზრდა მამაკაცი.

ზუსტი ინფორმაცია საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების შესახებ ამ დროისათვის საგარეო უწყებისათვის არ არის ცნობილი. თურქული მედიის ინფორმაციით, გარდაცვლილებს ყელი აქვთ გამოჭრილი. როგორც სამინისტროში აცხადებენ, მომხდარს თურქული მხარე უკვე იძიებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი