საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, წალენჯიხის რაიონის სოფელ ლიაში ავტოსაგზაო შემთხვევას 3 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 4 კი მძიმედ დაშავდა.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში ნეტგაზეთს განუცხადეს, დაშავებულები ზუგდიდის რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

სააგენტოს ცნობით, ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი ჯერ-ჯერობით უცნობია. მათი ინფორმაციით, ადგილზე იმყოფებიან საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები. დამატებითი ინფორმაცია მოგვიანებით გახდება ცნობილი.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *