ახალი ამბები

ცესკოს წინასწარი შედეგები: ქართული ოცნება 67.49%, ენმ – 32.51%

29 იანვარი, 2016 • 1968
ცესკოს წინასწარი შედეგები: ქართული ოცნება 67.49%, ენმ – 32.51%

ცესკოს წინასწარი შედეგების მიხედვით, 37 უბნის მიხედვით, გარდაბნის გამგებლის რიგგარეშე არჩევნებში ქართული ოცნების კანდიდატი გოჩა ჯამარაული ლიდერობს 67.49%-ით (7,771 ამომრჩეველი), ხოლო ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კანდიდატს ბესიკ კახაბრიშვილს 32.51% აქვს (3,743 ამომრჩეველი).

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, აქტივობის წინასწარმა მაჩვენებელმა საღამოს 8:00 სთ-ისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის (71,748) 33 % შეადგინა.

გარდაბნის რიგგარეშე არჩევნების წინასწარი შედეგები ცესკოს თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ 29 იანვარს, 00.30 საათზე წარადგინა. მისი ინფორმაციით, კენჭისყრის პროცესის მსგავსად, ხმის დათვლის პროცედურებმა ასევე მშვიდ გარემოში ჩაიარა.

როგორც ცესკოში აცხადებენ, კენჭისყრის პროცესმა საარჩევნო უბნებზე მშვიდ გარემოში ჩაიარა, თუმცა რამდენიმე საარჩევნო უბნის გარეთ მიმდებარე ტერიტორიაზე მოქალაქეებს შორის დაფიქსირდა დაპირისპირება.

რაც შეეხება საჩივრებს და ხარვეზებს კენჭისყრის მიმდინარეობისას, ცესკოს ცნობით, ძირითადად დაფიქსირდა პროცედურული სახის ხარვეზები და საჩივრების უმეტესობაც სწორედ ამ ტიპის საკითხებს შეეხებოდა. მათი ინფორმაციით, ამომრჩევლებს თავისუფლად შეეძლოთ მთელი დღის განმავლობაში საკუთარი ნების გამოხატვა და ამ მხრივ შეფერხება არ ყოფილა.

28 იანვრის გარდაბნის გამგებლის რიგგარეშე არჩევნების წინასწარი შედეგები

Posted by Central Election Commission of Georgia on Thursday, January 28, 2016

მასალების გადაბეჭდვის წესი