ახალი ამბები

ცესკო: 12 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობა გარდაბნის ოლქში 11%-ია

28 იანვარი, 2016 • 1090
ცესკო: 12 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობა გარდაბნის ოლქში 11%-ია

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, 12:00 საათის მდგომარეობით, ამომრჩეველთა აქტივობა გარდაბნის ოლქში 11 % -ია.

„მხოლოდ ერთეულ შემთხვევებში დაფიქსირდა უმნიშვნელო პროცედურული ხარვეზები, რასთან დაკავშირებითაც დაიწერა რამდენიმე საჩივარი. ამ ეტაპზე ტექნიკური ხარვეზების უმრავლესობა აღმოფხვრილია,“ – აღნიშნა ცესკოს სპიკერმა ანა მიქელაძემ 12 საათზე გამართულ ბრიფინგზე.  

ცესკოს განცხადებით, ცალკეული უბნებიდან შევიდა ინფორმაცია, დამკვირვებლების მხრიდან მცდელობაზე, ზეგავლენა მოახდინონ საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებზე, 

ცესკოს ცნობით, 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე 12:00 სთ-ისთვის გარდაბანში ამომრჩეველთა აქტივობა 14:5 % იყო.

რიგგარეშე არჩევნებს გარდაბანში 16 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის  625 დამკვირვებელი, 1 საერთაშორისო ორგანიზაციის  8 დამკვირვებელი და 11 მედიაორგანიზაციის 166 წარმომადგენელი აკვირდება.

გარდაბნის საარჩევნო ოლქში ორი კანდიდატია რეგისტრირებული: ბლოკი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან” ბესიკ კახაბრიშვილი, ხოლო “ქართული ოცნებიდან” გოჩა ჯამარაული.

მასალების გადაბეჭდვის წესი