ახალი ამბები

დააკავეს ერთი პირი, რომელსაც საზღვარზე უაქციზო სიგარეტის გადატანა ედება ბრალად

23 იანვარი, 2016 • 1435
დააკავეს ერთი პირი, რომელსაც საზღვარზე უაქციზო სიგარეტის გადატანა ედება ბრალად

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა აქციზური მარკის გარეშე სიგარეტის გადაზიდვის ბრალდებით მოქალაქე ა. ა. დააკავა.

გამოძიების ცნობით, ბრალდებულმა საბაჟო გამშვები პუნქტი ,,ყაზბეგის“ გავლით, საბაჟო კონტროლისგან გვერდის ავლით, მისი მართვის ქვეშ მყოფ ავტომანქანაში სპეციალურად მოწყობილი სამალავით საქართველოს ტერიტორიაზე რელიზაციის მიზნით შემოიტანა დიდი ოდენობით აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული უაქციზო სიგარეტი.

საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2 დან 10 წლამდე.

მასალების გადაბეჭდვის წესი