რამდენიმე შვეიცარიული გაზეთის ინფორმაციით, საქართველოს ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილს ადგილობრივ ბანკ Credit Suisse-ში, სავარაუდოდ, 100 მილიონი ფრანკის ზარალი მიადგა. სულ www.handelszeitung.ch-ის და სხვა გაზეთების ინფორმაციით, ზემოხსენებულ ბანკში ივანიშილს დაახლოებით ერთი მილიარდი ფრანკი აქვს მიბარებული.
აღნიშული ინფორმაციით, ბანკის კონსულტანტმა კლიენტისგან ფარულად მისი ფული ამერიკულ კომპანია რაპტორში ჩადო, თუმცა კომპანიის აქციები გაუფასურდა, რამაც კლიენტის დაზარალება გამოიწვია. ბანკის კონსულტანტი, რომელზეც შვეიცარიული მედია წერს, ამჟამად წინასწარ პატიმრობაშია. მიმდინარეობს გამოძიება, ხოლო თავად ბანკი კომენტარს არ აკეთებს.