ახალი ამბები

საქართველოს პროგრესი და პრობლემები ევროპარლამენტის რეზოლუციაში

21 იანვარი, 2016 •
საქართველოს პროგრესი და პრობლემები ევროპარლამენტის რეზოლუციაში

რუსეთმა უნდა შეწყვიტოს პირდაპირი თუ არაპირდაპირი მონაწილეობა კონფლიქტებში საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში, ასევე, მათი EU-ასპირაციის დაბრკოლება – ნათქვამია რეზოლუციაში, რომელიც ევროპარლამენტმა მიიღო დღეს, 21 იანვარს სტრასბურგში.

დოკუმენტი ეხება მოლდოვას, საქართველოსა და უკრაინის ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში მიღწეულ პროგრესს გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან ერთი წლის თავზე.

ანგარიშში აღნიშნულია საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკურლების პროცესში, თუმცა ხაზგასმულია პრობლემებიც:

“ევროპარლამენტარები წუხან მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობასა და შესაძლო საფრთხეზე მედიაპლურალიზმის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით. მაგალითისთვის მიუთითებენ რუსთავი 2-ის მფლობელობასთან დაკავშირებულ სასამართლო დავაზე. ისინი მხარს უჭერენ ადგილზე ევროკავშირის ექსპერტთა მისიის გაგზავნას საქმეზე დასაკვირვებლად.

ისინი ასევე აკრიტიკებენ პროკურორებისა და გამომძიებლების დანიშვნის “ბუნდოვან კრიტერიუმებს” და შეუფერებელ ზეწოლას საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებზე”, – ნათქვამია ევროპარლამენტის პრესრელიზში.

მასალების გადაბეჭდვის წესი